ქალი და მამაკაცი დემი მური და ეშტონ კატჩერი პაპარაცებმა ლოს- ანჟელესში "ერთად "დააფიქსირეს? 2013, 11 სექტემბერი, 16:34 კონოფესტივალზე, რომელიც ტორონტოში ჩატარდა, ეშტონ კატჩერის რჩეული- მილა კუნისი ჟურნალისტების გადმოცემით "ბრწყინავდა''.ეშტონ კატჩერი კი ამ დროს სან -ხოსეში კონფერენციაზე იმყოფებოდა.აქვე იყო მისი ყოფილი მეუღლე- დემი მური.პაპარაცებმა ორშაბათს ისინი ერთად სან- ხოსედან დაბრუნების შემდეგ, ლოს-ანჟელესის აეროპორტში დააფიქსირეს.ისინი თავაზიანად საუბრობდნენ და ორივე კარგ განწყობაზე იყო.დაგრჩებოდათ შთაბეჭდილება, რომ გაუხარდათ ერთმანეთის ნახვა.საპასპორტო შემოწმების გავლის შემდეგ მათი გზები გაიყო და ორივე სვადასხვა მიმართულებით გაემგზავრა.იმაზე თუ როგორ ჩაიარა კონფერენციამ და როგორ გამოიყურებოდნენ "ყოფილები" კონფერენციის მსვლელობისას, ინფორმაცია არ ვრცელდება.თუ ვიმსჯელებთ იქიდან გამომდინარე, რომ წყვილმა ერთად გაატარა თვითმფრინავში ერთი საათი და შემდეგ კარგ განწყობაზე დაშორდნენ ერთმანეთს, სავარაუდოდ ყველანაირმა "სკანდალმა" ჩაიარა და მათ შეინარჩუნეს კარგი მეგობრული ურთიერთობა. 40 7-ს მოსწონს
|