x
image
worldsport.ge
მაიკლ ოუენი და მისი ცოლი არ “ყვითლდებიან”

imageცნობილი ინგლისელი ფეხბურთელის, მაიკლ ოუენის მეუღლე, ლუისა ბონსალი, მიუხედავად იმისა, რომ მისი პერსონით ბრიტანეთის ბულვარული პრესა გამუდმებით ინტერესდება, მედიას სალაპარაკოს არასოდეს აძლევს და ხმაურიან მიღებებზეც მხოლოდ მეუღლესთან ერთად ჩნდება.
ბრიტანული ტაბლოიდები გაოცებულები წერენ, რომ ლუისა ბონსალმა რამდენჯერმე გვარიან თანხაზე თქვა უარი და ცოცხალი თავით არ გადაიღო რამდენიმე თამამი ფოტო, რომლებიც მრავალი “ყვითელი “ ჟურნალის ყდაზე გამოჩნდებოდა. მედია ვარაუდობს, რომ ლუისას ასეთი შეუვალობის თავიდათავი შესაძლოა მაიკლ ოუენი იყოს.
ვეტერანი ინგლისელი ფეხბურთელი მიუხედავად იმისა, რომ ბრიტანელ ქალებში ყოველთვის დიდი პოპულარობით სარგებლობდა და ალბათ დღესაც სარგებლობს, ცოლის მსგავსად “გაყვითლებისაგან” მუდმივად თავს იკავებს და დევიდ ბექჰემის ზე-პოპულარული ოჯახისაგან განსხვავებით, ეს თავშეკავება ოუენის ბიუჯეტზე უარყოფითად აისახება.


www.worldsport.ge


2
333
2-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
333
  
2013, 11 სექტემბერი, 11:48
საპატივსაცემო ამაბვია ეს
2013, 10 სექტემბერი, 15:55
ბექემის დედაც
0 1 2