პარამეცნიერებები ჩვენი პლანეტის აუხსნელი საიდუმლოებები 2013, 8 სექტემბერი, 20:05 “ დროპას'' ქვები 1938 წელს არქეოლოგიურმა ექსპედიციამ დოქტორ ში პუ ტეას ხელმძღვანელობით ჩინეთში, ბაიან-კარა-ულას მთებში გასაოცარი აღმოჩენა გააკეთა, კერძოდ კი გამოქვაბულში, სადაც ოდესღაც ძველი ადამიანები ცხოვრობდნენ. გამოქვაბულის ტერიტორიაზე ასეულობით ქვის დისკები იქნა აღმოჩენილი. გაზომვის შემდეგ აღმოჩნდა რომ მათი დიამეტრი 23 სმ იყო. თითოეული დისკს ცენტრში ამოჭრილი ჰქონდა წრეები. ქვებს ასევე გააჩნდათ გრავირებული სპირალური ჩაღრმავებები. გარეგნულად ისინი ფონოგრამისთვის განკუთვნილ ფირფიტებს წააგავდა. მხოლოდ მათი ასაკი კი დაახლოებით 10 ათასიდან-12 ათასამდე წელია. სპირალური ჩაღრმავებები უბრალოდ ამოკვეთილი არ არის, ისინი მცირე ზომის იეროგლიფებს წარმოადგენდნენ, რომლებიც დაუჯერებელ ისტორიას ყვებიან შორეული სამყაროს კოსმიურ ხომალდებზე. მათ ავარია განიცადეს მთებზე დაშვების დროს. ხომალდებს ადამიანები მართავდნენ, რომლებიც საკუთარ თავს “დროპას" უწოდებდნენ. მათი ნარჩენები კი გამოქვაბულში იქნა აღმოჩენილი. ანტიკიტერის მექანიზმი 1900 წელს, შორიახლოს ანტიკიტერის პატარა კუნძულების (საბერძნეთი) სანაპიროსთან ახლოს გასაოცარი აღმოჩენა იქნა გაკეთებული. მყვინთავების მეშვეობით იქნა ამოტანილი გაურკვეველი მექანიზმი ჩაძირული გემიდან. გემიდან ასევე ამოტანილი იყო მრავალი მარმარილოს და ბრინჯაოს ქანდაკებები, რომელიც როგორც ჩანს გემის ძირითად ტვირთს წარმოადგენდა. მათ შორის ნაპოვნი იქნა მეტად უჩვეულო მექანიზმი, რომელიც მრავალი გადამცემი დისკებისგან შედგებოდა. ეს მოწყობილობა გამოგონილი იყო ჩვ.წ.აღ-მდე 80 წელში. ბევრი სწავლული თვლის რომ ეს უბრალო ასტრონომიული ხელსაწყოა. მექანიზმის შესწავლის შემდეგ კი აღმოჩნდა რომ ეს უფრო რთული მექანიზმია, რომელიც მეტად რთულ სისტემას შეიცავს. დიფერენცირებული გადაცემის მექანიზმს. ასეთი სირთულის კონსტრუქცია მხოლოდ 1575 წელს იყო გამოგონილი. დღემდე არ არის ცნობილი ვინ შექმნა ეს მექანიზმი 2000 წლის წინ. 184 4-ს მოსწონს
|