ქალი და მამაკაცი მარია შარაპოვა დანიშნულია? 2013, 8 სექტემბერი, 17:17 რუსი ჩოგბურთელი, მარია შარაპოვა, საზოგადოებაში ნიშნობის ბეჭდით გამოჩნდა.მისი ურთიერთობის შესახებ, ბულგარელ კოლეგა გრიგორი დიმიტროვთან უკვე კარგა ხანია ცნობილია.საუბარია აგრეთვე მათ ქორწინებაზეც, მაგრამ თარიღი არ არის ცნობილი. მათ ნიშნობაზე ალაპარაკდა ყველა, როდესაც მარია დიზაინერ ფილიპ ლიმას ფეშენ–შოუზე, თითზე რგოლით გამოცხადდა. საღამოს მარიასთან ერთად ესწრებოდა ჯესიკა ალბა და ბიონსეს და სოლანჟ ნოული.მარია არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა.მას ეცვა მწვანე აბრეშუმის კაბა, რომელიც გაწყობილი იყო "თვალისმომჭრელი" აქსესუარებით.მაგრამ ფოტოგრაფები უფრო დაინტერესებულები იყვნენ არა მისი ჩაცმულობით, არამედ მისი ნიშნობის ბეჭდით. მარიამ ტრამვის გამო გამოტოვა ამერიკის ჩემპიონატის გახსნა. შარაპოვას მის ბეჭედთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია. 33 9-ს მოსწონს
|