x
image
მანჩო 777
პრინცესა დიანა იყო ბოროტი და სრულებით არ უყვარდა ქმარი?
image

"მთელი მსოფლიოსათვის საყვარელი პრინცესა დიანა იყო ქარიზმატული, მაგრამ ძალიან ცუდი ადამიანი. თავისი ქმარი პრინცი ჩარლზი მას სავსებით არ უყვარდა"–ეს სენსაციური განცხადება გააკეთა პრინც ფილიპეს ბიძაშვილმა, ლედი

პამელა ჰიქსმა ჟურნალ Vanity Fair-ისათვის მიცემულ ინტერვიუში.

პამელას ქალიშვილი ინდია ჰიქსი იყო მოწმედ დიანასა და ჩარლზის ქორწილში.მას გააჩნია საკუთარი შეხედულება ამ ქორწინებასთან დაკავშირებით.


"დიანას გააჩნდა უზარმაზარი ქარიზმა, იყო ძალიან ლამაზი, იწვევდა დიდ სიმპათიებს ხალხის მასაში, მაგრამ თავისი ქმრისა და ოჯახის მიმართ იყო ძალიან ცივი და არ გააჩნდა არავითარი გრძნობა"-ამბობს ლედი პამელა.

"ის იყო ძალიან ბოროტი ქალი და ქმარს საშინლად ექცეოდა, მაშინ როცა მას მხარდაჭერა და თანადგომა ესაჭიროებოდა. დიანამ სავსებით გაანადგურა თავისი ქორწინება. ჩარლზი საშინლად გამოიყურებოდა იმ პერიოდში: დაბერებული და ნაოჭებიანი ნამდვილ მოჩვენებას გავდა. ახლა ის ისევ კარგ ფორმაშია და მშვენივრად გამოიყურება"-აი ლედი პამელას კიდევ ერთი ბრალდება.

"დიანამ ყველას აიძულა დაეჯერებინა, რომ ის მგლების ხახაში ჩააგდეს. რა სისულელეა. გათხოვებისთანავე მას მიუჩინეს დედოფლის უსაყვარლესი ფრეილინა, რათა დახმარებოდა, მაგრამ მას არ უნდოდა არაფრის სწავლა და გაგონება. დიანას მხოლოდ თავისი საყვარელი მუსიკის მოსმენა, ჯაზის კონცერტებზე და დისკოთეკებზე სიარული აინტერესებდა და მეტი არაფერი"- განაცხადა ლედი პამელამ.

როგორც ცნობილია, პრინცესა დიანა დაიღუპა ავტოკატასტროფაში 1997 წელს. ახლახანს გაჩნდა ახალი ვერსია მის სიკვდილთან დაკავშირებით. ვარაუდობენ, რომ ავარია ორგანიზებული იყო ბრიტანეთის სპეცრაზმის მიერ პრინცი ჩარლზის დავალებით.

2005 წელს პრინცი დაქორწინდა კამილა პარკერზე, რომელიც ჯერ კიდევ დიანას სიცოცხლეში უყვარდა.

imageimageimageimageimage





-

10
1271
15-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
1271
  
2014, 31 იანვარი, 14:47
დიანა დიანაა და მას ვეღარავინ შეცვლის.
2013, 17 სექტემბერი, 22:33
ეს ქალი რო კეთილ დეიდას თამაშობდა თვალებში ეტყობა:D
2013, 16 სექტემბერი, 23:53
არა თქვენ რა შუაში ხართ :) :*
2013, 12 სექტემბერი, 16:40
იმედია ჩემზე არ განაწყენდით. მე მხოლოდ სხვისი ნააზრევი გადმოგეცით. დიანა რომ ბედნიერი ქალი არ იყო, ეს მის თვალებში კარგად ჩანდა. ცოტაოდენბი სიხარულიც კი შეშურდათ მისი და ულმობლად მოკლეს. მე მგონი, რომ ზუსტადაც მოკლეს.:(
2013, 12 სექტემბერი, 13:10
რა სისულელეა გავგიჟდი როგორ შეიძლება ასეთი ცილი დასწამო ადამიანს და მითუმეტეს მიცვალებულს.ამ ბოღმა ქალს მეტი საქმე არააქ ენის ტლიკინის მეტი?მიცვალებულისის კი შურთ იმდენად უყვარდა ის ხალხს!!!დამპალ ჩარლზს მაინც მოეკითხება თავისი ცოდვა
2013, 8 სექტემბერი, 16:39
ყველა ქალს აქვს ბედნიერების უფლება, თუნდაც ეს პრინცესა იყოს. დიანას წაართვეს ამის უფლება. იბრძოდა ბედნიერი ყოფილიყო, მაგრამ ეს ყველაფერი მისი სიკვდილით დამთავრდა. ეჭვიც არ მეპარება, რომ მისი ქმარი გარეული იყო იმ უბედურ შემთხვევაში.:(
2013, 8 სექტემბერი, 16:27
არ არსებობს დაიანა ცუდი პიროვენაბ ყოფილიყო, ხალხის იმხელა მასის სიყვარული ჰქონდა დამსახურებული, ვინც ნახავდა მისი გასვენების მსვლელობას, თავად იხილავდა კიდეც, შოკირებული იყო მოსახლეობა, ცუდი ადამიანი კი ამხელა სიყვარულს ვერ დათესავდა, ქალი მოკვდა გაურკვეველი ვიტარებით და არც იქ უნდათ დაასვენონ ახალ-ახალი ჭორებით, რა აქვთ გულში ამდენი რომ რამის გახეთქოთ ბოღმისგან, ძალიან ქველმოქმედი და კეთილი იყო, ეს კი ფაქტებიდან გამომდინარე დანამდვილებით ვიცი და რაც მის მეუღლეს ჩარლზს შეეხება, ჯერ ისევ დაიანას სიცოცხლეშივე გვრიდა ბევრ სკანდალებს თავისი სასიყვარულო რომანებით, მექალთანე კაცია მე როგორც ვიცი.
2013, 8 სექტემბერი, 14:49
ნამდვილად.ყოველდღიურად ახალ ამბებს ვგებულობთ :)ვნახოთ კიდევ რას მალავენ.
2013, 8 სექტემბერი, 14:48
რა საიდუმლოს მალავენ, ჯერ კიდევ არ ვიცით.:)
2013, 8 სექტემბერი, 14:41
ეს ოჯახი სავსეა სკანდალებით :))
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10