x
image
მანჩო 777
იოგურტის ტორტი კივით
imageმასალა ფირფიტებისათვის:

200 გრამი კარაქის ნამცხვარი(პეჩენია)

75 გრამი კარაქი


მასალა კრემისათვის:


2 სუფრის კოვზი ჟელატინი

550 გრამი ნატურალური იოგურტი

ნახევარი ჭიქა წყალი

4 ცალი კივი

5 სუფრის კოვზი შაქარი

1 სუფრის კოვზი ლიმონის წვენი

ტორტის ყალიბი 26 სმ დიამეტრის


მასალა მოსართავად:

2 ცალი კივი

1 ცალი ლიმონი

3-4 სუფრის კოვზი ნუშის ფირფიტები

2 ჩაის კოვზი აკაციის თაფლი


მომზადება:

ნამცხვარი(პეჩენია) დავამტვრიოთ პატარა ნატეხებად, გადავატაროთ ცომის საბრტყელებელი, რათა მივიღოთ წვრილად დაფქული ფხვიერი მასა.

გავადნოთ კარაქი და შევურიოთ ამ დაფხვნილ მასას. ტორტის ფორმაში ჩავაფინოთ პერგამენტი და კარგად წავუსვათ ცხიმი. მოვათავსოთ მასზე ჩვენს მიერ მიღებული მასა, გადავასწოროთ კოვზით და შევინახოთ მაცივარში 30 წუთი.

ჟელატინს დავასხათ ნახევარი ჭიქა წყალი და დავაცადოთ დალბობა.

მოვამზადოთ კომპოტი კივისაგან: 4 ცალი კივი გავთალოთ, დავჭრათ პატარა ნაჭრებად, დავასხათ 1 სუფრის კოვზი ლიმონის წვენი, დავაყაროთ 5 ჩაის კოვზი შაქარი და დავდგათ ნელ ცეცხლზე. ვადუღოთ 1 წუთი.

მიღებულ კივის კომპოტს დავაცადოთ გაგრილება, შემდეგ მასში დავამატოთ დამბალი ჟელატინი, კარგად ავურიოთ და გავაჩეროთ 30 წუთი. გაგრილებულ კივის კომპოტს დავუმატოთ იოგურტი და 100 გრამი შაქარი. კარგად ავურიოთ და გადავასხათ ჩვენ მიერ მაცივარში დადგმულ ნამცხვრის მასას.

ისევ შევდგათ მაცივარში და დავტოვოთ მინიმუმ 3 საათი.

ნუშის ფირფიტები ოდნავ მოვხალოთ ტაფაზე ოქროსფერი შეფერილობის მიღებამდე და დავაცადოთ გაციება.გავთალოთ კივი და დავჭრათ ლამაზ ნაჭრებად. თითოეული ნაჭერი ამოვავლოთ თაფლში. გამოვიღოთ ჩვენი ტორტი მაცივრიდან, შემოვხსნათ ფორმა და გავაფორმოთ შემდეგნაირად: გვერდებზე მივაყაროთ ნუშის ფირფიტები, ხოლო თავზე მოვაწყოთ თაფლში ამოვლებული კივის ნაჭრები. მოვრთოთ ლამაზად დაჭრილი ლიმონის რგოლებით.


გემრიელად მიირთვით!

3
124
13-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
124
  
2013, 8 სექტემბერი, 20:01
ჩვეულებრივ მარკეტებში ვეძებდი :) მადლობა რჩევისთვის.
2013, 8 სექტემბერი, 16:36
რატომ? არაა ძნელი საშოვი. საკონდიტრო მასალების მაღაზიებში იყიდება. მე გუდვილში ვყიდულობ ხოლმე.:)
2013, 8 სექტემბერი, 16:11
გემრიელი და მსუბუქი იქნება ძალიან.

აი, ნუშის ფირფიტები ბევრჯერ დამჭირდა და თბილისში ვერსად ვიშოვე:(
0 1 3