დღეს სამი რამაა საქართველოში ყველაზე პოპულარული: რუსული დაბალხარისხიანი საესტრადო სიმღერები, პოლიტიკაზე ლაყბობა და თურქული სერიალები. განსაკუთრებით ეს უკანასკნელი უნდა გამოვყოთ და ისიც აღვნიშნოთ, რომ თანამედროვე თურქ მსახიობებს საქართველოში უკვე ძალიან კარგად იცნობენ.
საქართველოში პოპულარული თურქი მსახიობი, საილაკ ონური, ინტერვიუში ამბობს, რომ ბავშვობაში ფეხბურთს დიდი ინტერესითა და შემართებით თამაშობდა. მწვრთნელები მას დიდ მომავალსაც უწინასწარმეტყველებდნენ, მაგრამ საბოლოო ჯამში არჩევანი მაინც არტისტობაზე გააკეთა.
ონურს ჟურნალისტებმა ასევე ჰკითხეს, რომ თუკი ფეხბურთი ასე ძალიან გიყვარდა, ახლა შენი სტადიონზე მნახველი რატომ არა ვართო, რაზეც თურქი მსახიობი შეცდომაში გამოჭერილი კაცის ბუტბუტსა და ზმუილს მოჰყვა...
www.worldsport.ge