x
image
ხიზანიშვილი
ჯიმ ქერის საუკეთესო როლები

image- ნიღაბი - ეს კომედიური ბოევიკი ეკრანებზე 1994 წელს გამოვიდა და ჯიმ ქერის არნახული წარმატება მოუტანა. ამ როლისთვის ის ერთდროულად წარადგინეს "ოქროს გლობუსსა" და "ოქროს ჟოლოზე". ფილმმა ვიზუალური ეფექტებისათვის "ოსკარი" მიიღო. ფილმის ბიუჯეტმა 23 მილიონი დოლარი შეადგინა.
- ეის ვენტურა - ამ ფილმის პრემიერა 1993 წლის 4 თებერვალს გაიმართა. ეს არის ერთი დეტექტივის ისტორია, რომელიც დაკარგულ და მოპარულ ცხოველებს ეძებს. დეტექტივი ძალიან უჩვეულო ხასიათისაა და არანორმალური იუმორის გრძნობით გამოირჩევა.
- სულელი და უფრო სულელი - 1994 წელს გამოსული ეს ფილმი კინოკომედიის ნამდვილ კულტად იქცა ამერიკაში. ჯიმს პარტნიორობას ჯეფ დენიელსი უწევს. ეს არის ისტორია ორ უმუშევარ ახალგაზრდაზე, რომლებიც სამოგზაუროდ მიდიან, რათა საკუთარ წარუმატებლობას როგორმე წერტილი დაუსვან. ფილმი 16 მილიონი დოლარი დაჯდა.
- მატყუარა, მატყუარა - ტომ შედიაკის ამ ფილმში ჯიმი ადვოკატ ფლეტჩერ რიდს ასახიერებს, რომელიც გამოუსწორებელი მატყუარაა. ერთხელაც მისი პატარა ბიჭუნა დაბადების დღეზე ჩაიფიქრებს, რომ მისმა მამიკომ ერთი დღით მაინც ტყუილის თქმა ვეღარ შესძლოს. აი აქ იწყება ყველაფერი... 1998 წელს ჯიმ ქერიმ ამ როლისთვის ოქროს გლობუსი მიიღო. აღსანიშნავია, რომ ფილმის ბიუჯეტი 20 მილიონ დილარს შეადგენდა. აქედან ნახევარი ჯიმის ჰონორარი იყო.
- როგორ მოიპარა გრინჩმა შობა - ეს ფილმი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ფილმია ჯიმ ქერის მონაწილეობით. რეჟისორმა რაინ ჰოვარდმა იგი დოქტორ სიუზის მიერ 1957 წელს გამოცემული წიგნის მიხედვით გადაიღო. ფილმი 80 მილიონი დოლარი დაჯდა, მაგრამ მოგებამ ყველა მოლოდინს გადააჭარბა, მან 250 მილიონი დოლარი შეადგინა.
- ტრუმანის შოუ - რეჟისორ პიტერ უირის ამ ფილმის ბიუჯეტმა 260 მილიონ დოლარს გადააჭარბა. ტრუმანი ჩვეულებრივი, დაოჯახებული სადაზღვევო აგენტია, მაგრამ მის თითოეულ ნაბიჯს მთელი მსოფლიო აკვირდება. ის რეალითი შოუს მთავარი გმირია მაგრამ, ამის შესახებ არაფერი იცის. საინტერესო ისტორია მაშინ იწყება, როცა ტრუმანი რაღაცას იეჭვებს. ეს ჯიმ ქერის ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული როლია. ფილმი სამ ნომინაციაში იყო წარდგენილი "ოსკარზე".
- მე შენ მიყვარხარ, ფელიპ მორის - ლუკ ბენსონის ეს ფილმი 2010 წლის 14 თებერვალს გამოვიდა ეკრანებზე. ჯიმ ქერის პარტნიორობას იუენ მაკგრეგორი უწევს. ჯიმის გმირი, სტივ რასელი, საკმაოდ ბედნიერი ადამიანია. ჰყავს საყვარელი ცოლ-შვილი, აქვს კარგი სამსახური, მაგრამ ერთ დღესაც ავარიაში მოყვება და "ცისფერი" გახდება...

0
107
7-ს მოსწონს
ავტორი:ხიზანიშვილი
ხიზანიშვილი
107
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0