x
image
თამარი555
ჩვენი პლანეტის აუხსნელი საიდუმლოებები
1. ძველი საფრენი აპარატები



image


ინკებმა და ამერიკის კონტინენტის სხვა ხალხებმა, კოლუმბამდელ ეპოქაში, მრავალი ამოუხსნელი ნივთი თუ საგანი დატოვეს. რამოდენიმე მათგანის სახელწოდება იყო “ ძველი თვითმფრინავები"-ეს პატარა ოქროს ფიგურები, რომლების ძალიან გვაგონებენ თანამედროვე თვითმფრინავებს.

თავდაპირველად ფიქრობდნენ რომ ეს თვითმფრინავის მსგავსი გამოსახულებები ცხოველებს ან მწერებს ეკუთნოდათ. მოგვიანებით კი გაირკვა რომ მათ გააჩნდათ უჩვეულო დეტალები, რომლებიც მოიერიშე თვითმფრინავების დეტალებს წააგავდა: ფრთებს, სტაბილიზატორს და დასაფრენ შასსაც.


გაჩნდა ვერსია რომ რომ ეს მოდელები წარმოადგენენ რეალური თვითმფრინავების კოპიოს. ამ ვერსიით ინკების ცივილიზაციას ურთიერთობა ჰქონდა არამიწიერ არსებებთან, რომლებიც შესაძლოა დედამიწას სტუმრობდნენ მსგავსი აპარატებით.



2. ადამიანები ხვლიკის სახით


image


ელ-უბაიდში ერაყის არქეოლოგიური ადგილია, რომელიც ნამდვილი საბადოა არქეოლოგებისა და ისტორიკოსებისათვის. აქ იყო აღმოჩენილი დიდი რაოდენობის ელ-უბაიდის კულტურის ობიექტები.

რომელიც სამხრეთ შუამდინარეთში (მესოპოტამია) მდებარეობდა. 5900 და 4000 წლებში ჩვ.წ. აღ-მდე.

ამ ადგილას აღმოჩენილი არტეფაქტები მეტად უჩვეულოა. მაგალითად ზოგიერთი სტატუა გამოხატავს ჰუმანოიდის ფიგურას, რომლებიც უბრალო პოზაში დგანან და ხვლიკის ფორმის თავი აქვთ. ეს მიანიშნებს იმას, რომ ეს არ არის ღმერთის გამოსახულება, არამედ გამოსახულებაა რომელიღაც სხვა რასის, ადამიანი-ხვლიკის.

არსებობს სხვა ვერსიებიც რომ ეს სკულპტურები-უცხოპლანეტელთა გამოსახულებაა, რომლებიც იმ დროს სტუმრობდნენ ჩვენს პლანეტას.

ქანდაკებების ნამდვილი ბუნება კი საიდუმლოებად რჩება.



3. მაიას არტეფაქტები.


image


2012 წელს მექსიკის მთავრობამ რამოდენიმე არტეფაქტი აღმოაჩინა მაიას ძველი ცივილიზაციის ადგილას, რომელსაც მალავდნენ ისინი ბოლო 80 წლის მანძილზე. ეს ობიექტი ნახეს პირამიდაში, რომელიც მეორე პირამიდის ქვეშ აღმოჩნდა, კალაკმულის რაიონში-მაიას ტომის ყველაზე ძლიერ ქალაქში.

ეს აღმოჩენა იმით არის უნიკალური რომ მასზე გამოსახულია მფრინავი თეფშები, რომელიც ამტკიცებს იმას რომ მაიას ტომებს ნანახი ჰყავდათ მფრინავი ობიექტები. მაგრამ მკვლევარებში ძალიან დიდ კამათს და ეჭვებს იწვევს ამ არტეფაქტის წარმომავლობა.



4. ძველი ელექტრო ჩამრთველი


image


1998 წელს ჯონ უილიამსმა მიწაში უჩვეულო საგანი შეამჩნია.

მან ამოთხარა მიწიდან ეს ნივთი გაასუფთავა და დაინახა რომ ქვაზე გაუგებარი ელექტრო მოწყობილობა იყო მიერთებული. აშკარა იყო რომ ეს ადამიანის ნახელავი იყო, ყველაზე მეტად იგი ელექტრო ჩამრთველს ჰგავდა.

მას შემდეგ ეს ქვა ფართოდ ცნობილი იმ წრეებს შორის რომლებიც პარანორმალურ მოვლენებს იკვლევენ. უილიამსი რომელიც სპეციალობით ელექტრო-ინჟინერია აცხადებს რომ ელექტროდეტალი არ იყო მიწებებული ან შედუღაბებული გრანიტის ქვაზე.

პირველმა გეოლოგიურმა ანალიზმა აჩვენა რომ ქვა 100 ათასი წლისაა.



5. ძველი ქანდაკება


image


1930-იან წლებში მკვლევარებმა აღმოაჩინეს უზარმაზარი ადამიანის თავის ქვის ქანდაკება, გვატემალის ჯუნგლების შუა ნაწილში. ადამიანის სახის ნაკვთები საერთოდ არ ჰგავდა ადგილობრივი მაიას ტომების ან სხვა ხალხებისთვის დამახასიათებელ გარეგნულ ფორმებს, რომლებიც ამ ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ.

მკვლევარები ვარაუდობენ რომ ქანდაკების სახის ნაკვთები გამოსახეს ძველი სხვა პლანეტის ცივილიზაციის წარმომადგენლებმა. ზოგიერთები კი ვარაუდობდნენ რომ არსებობდა სკულპტურის ტანის ნაწილიც, მაგრამ ეს ფაქტი არ დადასტურებულა.

არ არის გამორიცხული რომ ქანდაკება უფრო გვიანდელმა ადამიანებმა შექმნეს, მაგრამ ამას ალბათ ჩვენ ვერასოდეს ვეღარ გავიგებთ.


1
348
6-ს მოსწონს
ავტორი:თამარი555
თამარი555
348
  
2014, 24 მარტი, 21:38
2 ძალიან საინტერესოა... ისინი დღესაც აქ არიან და აქტიურად ერევიან სამთავრობო საქმეებში... რეპტილოიდების სახელით არიან ცნობილები და დაკავშირებუები არიან მასონებთან/ილუმინატებთან...
0 1 1