x
image
თამარი555
ყველაზე იდუმალი წყალქვეშა ანომალიები
ძველი მანუსკრიპტების წყალობით ცნობილია, ადამიანებს სწამდათ იმის რომ ახალი მიწები ამოიმართებიან ოკეანეების სიღრმიდან, ხოლო ძველი კი შესაძლოა ქვემოთ ჩაიძიროს და მთელი ცივილიზაცია გაანადგუროს.



image


ყველაზე ცნობილი წყალქვეშა მიწა-ატლანტიდას კუნძულია, რომლის შესახებ ჯერ კიდევ 2, 5 ათასი წლის წინ პლატონი წერდა. ბოლო 100 წლის მანძილზე ტექნოლოგიისა და სპეცტექნიკის განვითარების საფუძველზე შესაძლებელი გახდა ოკეანის დიდ სიღრმეებზე ჩასვლა და ძალიან საინტერესო წყალქვეშა ანომალიებთან შეხება.



ანომალია ბალტიის ზღვაში



ბალტიის ზღვის ანომალიამ, რომლის გამოკვლევაც 2012 წელს მოხდა

ძალიან დიდი კამათი და ვარაუდები გამოიწვია. ზოგი ამტკიცებდა რომ ეს არის დისკის ფორმის სტრუქტურა, რომელიც ზღვის ფსკერზე ძევს და შესაძლოა იგი ნაცისტების ჩაძირული წყალქვეშა გემი იყოს. ზოგიერთი მკვლევარის აზრით კი იგი შეიძლება უცხოპლანეტელების ხომალდიც აღმოჩნდეს.


image


შვედმა მეცნიერებმა კი დაარწმუნეს მსოფლიო რომ ეს უბრალოდ ქვის ნაწილია და არა უცხოპლანეტელთა ხომალდი. მათ მიერ ჩატარებულმა გამოკვლევებმა მრავალი კითხვა გააჩინა. პირველ რიგში ამ ქვის ნატეხს არ გააჩნია ფენა ზემოდან. ჩვეულებრივ ყველა ქვა გარკვეული ფენით არის ხოლმე დაფარული. ეს გამოუცნობი ქვა კი ძალიან დიდი ხანია რაც ოკენის სიღრმეში ძევს. მისი სიგანე დაახლოებით 60 მეტრია, დაფარულია ხაზებით და ამომართულია მაღალი “ბალიშით" რვა მეტრ სიმაღლეზე.




წყალქვეშა ქალაქი ( კუბა)


წყალქვეშა სტრუქტურის მთელი სერია იყო აღმოჩენილი კუნძულ კუბასთან 2001 წელს. ამ სტრუქტურამ დააინტერესა მრავალი არქეოლოგი, ისტორიკოსი და ატლანტიდაზე მონადირეები მთელი მსოფლიოდან. მკვლევართა ჯგუფის მიერ გადაღებულმა ჰიდროლოკატორულმა გამოსახულებამ გაამჟღავნა სიმეტრიულად და გეომეტრიულად სწორი სტრუქტურა, რომელიც განთავსებულია დაახლოებით ორ კვ.მეტრ კილომეტრზე, 600-დან 750-მდე მეტრ სიღრმეზე.


image


სკეპტიკოსები თვლიან რომ ეს ნაგებობა მდებარეობს იმდენად ღრმად, რომ არ შეიძლება ეს ადამიანის ნახელავად ჩაითვალოს. მათი შეფასებით სპეციალური სამშენებლო მოწყობილობები რომ მოთავსდეს ასეთ სიღრმეზე საჭიროა გაიარო არანაკლებ 50 ათასი წელი.

თუ მოიძებნება დამამტკიცებელი საბუთი იმისა რომ ეს ადამიანის ხელითაა შექმნილი, მაშინ ბევრი რამ შეგვიძლია დავამატოთ ჩვენ ცოდნას მაიას ცივილიზაციის შესახებ და იმ ქალაქზე რომელიც ოკეანის სიღრმეში მდებარეობს.




იაპონიის მონუმენტი ენაგუნი


1987 წელს იაპონიის სანაპიროზე აღმოჩენილი იქნა “მონუმენტი ენაგუნი."იგი წარმოადგენს არქეოლოგებსა და წყალქვეშა საიდუმლოებების მკვლევართა დავის საგანს. ბევრი ამტკიცებს რომ ამ რაიონში ბუნებრივი ლანდშაფტები ადამიანების ხელით შეიცვალა. თუ ეს მოსაზრება სწორია მაშინ ადამიანმა ეს რაიონი შეცვალა დაახლოებით 10 ათასი წლის უკან ჩვ.წ. აღ-მდე.


image

0
241
4-ს მოსწონს
ავტორი:თამარი555
თამარი555
241
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0