შოუბიზნესი ვინ მიიღებს მონაწილეობას "ცეკვავენ ვარსკვლავების" მესამე სეზონში 2013, 7 სექტემბერი, 11:20 "ცეკვავენ ვარსკვლავები" ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული შოუა ტელესივრცეში. მასში ცნობილ ქართველებთან ერთად პროფესიონალი მოცეკვავეები მონაწილეობენ. დიდი წარმატებით ჩაიარა ტელეპროექტის პირველმა და მეორე სეზონმა. მესამე სეზონი კი მალე დაიწყება და უკვე ცნობილია თუ ვინ მიიღებს მასში მონაწილეობას. კონკურსში 13 წყვილი იქნება. მეცამეტე მონაწილე კი საზოგადოებისთვის არაცნობილი სახე იქნება, რომელიც ატვირთული საკონკურსო ვიდეორგოლის მიხედვით ინტერნეტით უნდა აერჩიათ. "ცეკვავენ ვარსკვლავების" წამყვანები იქნებიან დუტა სხირტლაძე და ნანკა კალატოზიშვილი, აგრეთვე მესამე წამყვანი იქნება კახა კინწურაშვილი. დიმიტრი დიკუსარი და ალიონა შოპტენკო, უკრაინელი ქორეოგრაფები, კვლავ იმუშავებენ კონკურსის მონაწილეებთან. ახლა კი წარმოგიდგენთ მონაწილეებს. ტელეკომპანია "იმედის" ჟურნალისტი, თაკო ჩორგოლაშვილი მსახიობი გიორგი ყიფშიძე მომღერალი ნინა წკრიალაშვილი პლასტიკური ქირურგი - გუგა კუზანოვი ქართული წარმოშობის უკრაინელი მოცეკვავე და მომღერალი, ყველაზე სკანდალური იულია ქავთარაძე. სპორტსმენი წყალში ხტომაში ნანა ნებიერიძე, რომელიც ევროპის ჩემპიონია. მომღერალი სოფო ნიჟარაძე. მომღერალი გია სურამელაშვილი რამდენიმე მონაწილე ჯერ კიდევ არ არის ცნობილი. მაგრამ უკვე ცნობილია ვინ იქნება მე-13 მონაწილე, რომელიც ინტერნეტით აირჩიეს. ეს არის 24 წლის ტანმოვარჯიშე ქეთევან ხატიაშვილი, რომელიც ხუთეულში ხმათა უმრავლესობით პირველ ადგილზე გავიდა. მას ყავს მეუღლე და ორი წლის შვილი, ანასტასია 6190 8-ს მოსწონს |
აუუუ პროსტააა სურამელაა თავისიი წვეტიანებით რაა იქნებააა :D