საზოგადოება ქალი-ვამპირი 2013, 4 სექტემბერი, 10:25 მარია-ხოსე კრისტერნა 4 შვილის დედაა, ტატუს ოსტატი და მოსამართლის ყოფილი თანაშემწე.მარიას სხეულის 90% დაფარულია ტატუთი, ამის გარდა მას აქვე პირსინგი, კანქვეშა ინპლანტანტები და უცნაური ფორმის კბილები, რის გამოც მას "ქალი -ვამპირი" შეარქვეს.მისი გარეგნობა ყველაზე გადამკვდარ ტატუს მოყარულებშიც კი შოკირებას ახდენს.მარია 36 წლისაა და ცხოვრობს გვადალახარაში(მექსიკა), იგი ძალზე ცნობადი სახე გახდა სამშობლოში და მას ხშირად იწვევენ ხოლმე ტელეშოუებში.მარია გარეგნობით გამოირჩევა სხვებისგან, თორემ დანარჩენი ჩვეულებრივ ყოველდღიურ ცხოვრებას ეწევა, აქვს საკუთარი ტატუს სალონი, სადაც მუშაობს, ყოველდღიურად 4 შვილს სადილს უმზადებს ხოლმე და შემდეგ სკოლაში მიჰყავს, დადის ბაზარში, მაღაზიაში, მღერის კიდეც, ჭრა-კერვაც ეხერხება, თუმცა ყოველთვის ყურადღების ცენტრშია არაორდინალური გარეგნობის გამო და ავტოგრაფებსაც უხვად არიგებს. code:
108 5-ს მოსწონს
|