x
image
თამარი555
საბედისწერო გაფრთხილება
...უძრავი ქონების აგენტი შტატ ვისკონსინიდან, ტიმა სტენლი ადრიანი, დილით ადრე ტელეფონის ზარმა გამოაღვიძა.

-ტიმ სტენლი?-გაისმა ტელეფონში.

-დიახ მე ვარ. ვინ ბრძანდებით?...

-ეს არ არის მნიშვნელოვანი-შეაწყვეყინა თანამოსაუბრემ.- დარჩით დღეს შუადღემდე სახლში, ტიმ...


-ეს რატომ?-გაოცდა სტენლი.

-იმიტომ რომ დღეს დილით თქვენ მანქანა დაგეჯახებათ..


image


-მომკლავს?-მოულოდნელობისგან და ირონიის გარეშე დაინტერესდა ტიმი.


-საბედნიეროდ არა-ასეთივე სერიოზულობით უპასუხა უცნობმა.-სხვა შემთხვევაში არ დაგირეკავდით.

-კარგით, დავფიქრდები უპასუხა ტიმმა ღიმილით, დარწმუნებულმა იმაში რომ ხულიგანს ელაპარაკებოდა.

-დაფიქრება რომ უფრო სწორი შედეგით დამთავრდეს მე დამატებით ინფორმაციას მოგცემთ. სახიფათო მანქანა იქნება “ფორდი"-ს მარკის, მუქი ლურჯი. საჭესთან იქნება-კეტრინ ნიუპორტი კალიფორნიიდან. მოგცემთ მისი მანქანის ნომერსაც... დარწმუნდით?

-კარგი დავფიქრდები-უპასუხა ტიმმა.

-სულელი ხართ თქვენ -წარმოთქვა უცებ უცნობმა თანამოსაუბრემ მწუხარედ და თითქმის თანაგრძნობით.

-ეს რატომ?

-იმიტომ რომ მაინც წახვალთ იმ შეხვედრაზე ჯერალდ უინბერგთან. ყოველ შემთხვევაში მე გაგაფრთხილეთ.. ტელეფონზე მოკლე ზარი გაისმა...


დილით ადრე სტივ სტენლი 2006 წლის 23 აგვისტოს გამოვიდა სახლიდან ჯერალდ უინბერგერთან-პერსპექტიულ კლიენტთან შესახვედრად...

საღამოს როცა სტივი გონზე მოვიდა, მან ერთდროულად მის თავს ზემოთ მორიგე ექთანის და პოლიციის ოფიცრის სახე დაინახა.

ოფიცერმა თავი დახარა ტიმთან და უთხრა..

-თქვენ მანქანამ დაგარტყათ. გვიპასუხებთ რამდენიმე შეკითხვაზე?

-ტიმმა ჰკითხა, რა მანქანა იყო ეს?

-ეს იყო “ფორდი". მუქი ლურჯი ფერის..

სხვა დანარჩენი, ნომერი მანქანის, მისი გამოშვების წელი.. ყველაფერი ემთხვეოდა... ტიმმა იგრძნო რომ დილის კოშმარი გრძელდებოდა და ისევ დაკარგა გონება..





0
468
2-ს მოსწონს
ავტორი:თამარი555
თამარი555
468
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0