სხვა
მესის ძველი სატრფო ნანობს
2013, 3 სექტემბერი, 11:42
წლების წინ ისე მოხდა, რომ არგენტინელი მოდელი მაკარენა ლემოსი ყმაწვილი ლეო მესის საწოლში აღმოჩნდა. არგენტინელი სუპერვარსკვლავი მაშინ სულ პატარა ბიჭი იყო და როგორც ამ ასაკის ბალღებს შეეფერება, ახალ პარტნიორებთან თანაყოფაზე უარი არ უთქვამს (ან კი რატომ უნდა ეთქვა?).
ამ ამბის შემდეგ წლები გავიდა, მესი მექალთანე კაცად ნამდვილად არ ჩაითვლება და დღეს კატალონიის “ბარსელონას” ბომბარდირს უკვე ოფიციალური სატრფო ჰყავს, რომელმაც ცოტა ხნის წინათ ვაჟიშვილიც გაუჩინა.
ეს ჩვენი (თუ ლეოს) მაკარენა კი ადგა და რაც იცოდა თუ არ იცოდა, ყველაფერი წამოაყრანტალა. რაც მთავარია ლემოსმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ლეო მესი დღემდე უყვარს და ძალიან სწუხს, რომ თავის დროზე არგენტინელ ფეხბურთელთან ურთიერთობები აღარ გააგრძელა...
www.worldsport.ge