x
image
worldsport.ge
მინი სპექტაკლი ერთ მოქმედებად

imageმოქმედი პირნი: თემურ ქეცბაია, საქართველოს ნაკრების მწვრთნელი
მეხაშე ავთო, ავჭალელი ქომაგი
რევაზ ძოძუაშვილი, ყოფილი ფეხბურთელი და მწვრთნელი


მოქმედება ვითარდება ავჭალის სახაშეში. დილაა, თემური და რევაზი მაგიდას მისხდომიან და პურჩაყრილ მათლაფებში ხაშს ჭამენ.
თემურ ქეცბაია: მოდი ჩემო რეზო, ამით ჩვენს შერიგებას გაუმარჯოს. მართალია, ფეხბურთს სტადიონები როცა წაართვეს, მაშინ შეყუჟულები იყავით საცხა, მაგრამ მაშინ მეც ცოტა მეტი მომივიდა. უფროსი კაცი ხარ და არ უნდა მეთქვა ისინი რაც ვთქვი.
რევაზ ძოძუაშვილი: ახლა მაგიზა კი არ ვარ ნაწყენია ჩემო თემურია, მარა არ იყო მაშინ ისეთი გარმონიული სიტუაცია, ყველას რომ გაეგო რაი გინდოდა და რა არა. თან ეს საქართველოა ბიძია. გალანდია ხო არაა, აწყობილი რო იყოს სიტუაცია და... მარა, კაია შერიგება და გაგვიმარჯოს აბა...
თ.ქ: აბა მაშინ ჩვენს მწვრთნელობას გაუმარჯოს. ზოგიერთ ჟურნალისტს რო კითხო, არ გვყოლია მწვრთნელები, მარა შენ და მე ხო ვართ? სხვებიც ხო არიან? აბა რას ვაკეთებთ ჩვენ ბლიად?
რ.ძ: ტრენერის საქმე რაფერია იცი? სულ რომ მეიგო და სულ რომ ჩახასლავაკიები ამარცხო, ერთი გადაგიბრუნდება პაწაზე ფეხი და მოგდგებიან მერე – ყველაფერი თქვენი, ტრეინერების ბრალიაო. მე როცა ვიყავი ტრეინერი, მომდგნენ ეს ჟურნალისტები და დემიწყენ კრიტიკა და ამბავი. აბა თუ კაია, თვითონ ყოფილიყვნენ ჩემს ადგილზე და რას იზამდნენ – ვნახავდი...
თ.ქ: ადრეც ხო ვამბობდი, არ გვყავს ჩვენ მესები და რა გინდა რო ქნა? მარტო მესები კი არა, ინიესტები და პედროებიც კი არ გვყავს. გეუნები რა, ამ ფეხბურთელებით კიდო კარგათ ვაკეთებ რასაც ვაკეთებ. ფუ ბლიად, იოლკი პალკი, მომეშალა ნერვები რა...
ამ დროს საუბარში მეხაშე ავთო ერთვება, რომელსაც მხარზე ტილო ქვს გადაკიდებული და ხელში სალათიანი ჯამი უჭირავს.
მეხაშე ავთო: კაცო, თქვენ ხო მწვრთნელები ხართ არა? ერთი ადრე იყავით გუნდის სუ უმფროსი და ერთი კიდევა ახლა ხართ... ჰოდა, მე ისა რა ქვია... ფანიო თუ რაღაცაო – ეგა ნაღდად არა ვარ ჯიგარო. მარა, როცა კი ტელევიზორს ჩავრთავ, სულ ვხედავ რო აგებთ და აგებთ. რა, ეგრე არაა ჯიგარო? ჰოდა, სხვისგან რა გინდათ გენცვა?
თ.ქ: ხო ვთქვი მე, რო მესები არა გვყავს და აბა რა გინდა რო ქნა? შენ ის გირჩევნია, ეგ სალათა დაგვიდო სტოლზე. ნუ გამოხვალთ ყველანი ექსპერტები და იგინი კიდო...
მ.ა: რა ექსპერტი, რის ექსპერტი? ეგა რა არი საერთოდა? მე გეუბნებით რომა, თუ სულ აგებთ და აგებთ, ჟურნალისტების ბრალი რატოა კაცო? მწვრთნელი შენა ხარ და ფეხბურთელები შენა გყავს ჯიგარო. ღმერთმა ბევრი მოგცეს და ალბათ კაა კოხტა ხელფასიცა გაქვს. ჰოდა, ვერ გავიგე, რატოა წაგება ამ ჟურნალისტების ბრალი?
რ.ძ: არაა ისთე შენ რო გგონია ბიძია. ერთ და ვორ თამაშს ჩვენ კი არა, გალანდიის ნაკრებიც აგებს. თან ხო გითხრა ამ კაცმა, რომე მესები არა გვყავსო და...
მ.ა: რა ორ თამაშსა ჯიგო? მე თქვენი მოგებული არაფერი მინახავს და...
თ.ქ: ახლა ისედაც გაბრაზებული ვარ ბლიად და სულ ნუ იმას მიზავ რა ქვია... გადამრევ... გვაჭამე ეგ სალათა თუ გვაჭმევ. ჩვენი პრობლემებიც გვეყოფა, იოლკი პალკი. მეთქი ვიფიქრე, შევურიგდები მიხიჩას, ვორ სტაქანს ერთად დავლევთო, მარა აქაც ეს ვითომ ფანები არ გამოხტნენ ბლიად... გეუნები რა... გამაგიჟებენ მე ესენი...
მეხაშე ავთო მაგიდაზე თეფშს დებს და სამზარეულოსაკენ ღიღინით ბრუნდება. სისხამი დილაა, ქალაქის ურბანისტულ განვითარებას გადარჩენილი მამლების ყივილი კანტიკუნტად ისმის. სახაშის ღია კარიდან მტკვრის ნიავი სასიამოვნოდ უბერავს.

ლევან სეფისკვერაძე

www.worldsport.ge

1
179
2-ს მოსწონს
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
179
  
2013, 11 სექტემბერი, 14:27
ქართული საფეხბურთო სამყაროს რეალობა
0 1 1