ფინეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების თავდამსხმელი ტეემუ პუკი, რომელიც აქამდე გელზენკირხენის “შალკეში” გამოდიოდა, კარიერას გლაზგოს “სელტიკში” გააგრძელებს. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემები იუწყებიან.
“სელტიკმა”, რომელიც ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში ითამაშებს, ფინელ ფორვარდში 2, 5 მილიონი ევრო გადაიხადა. პუკიმ შოტლანდიელებთან 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
23 წლის ფორვარდი ფინური ჰიკ-იდან გელზენკირხენის “შალკეში” 2011 წელს 1, 5 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა. სხვადასხვა ტურნირებში გერმანული კლუბის შემადგენლობაში მან 47 მატჩი ჩაატარა და 8 გატანილ გოლთან ერთად, 3 საგოლე პასიც მიითვალა.
მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში საქართველოს ნაკრებთან თბილისში 10 სექტემბერს ჩასატარებელ მატჩში, პუკი ფინეთის ეროვნულ გუნდშია გამოძახებული.
ლაშა თაბაგარი
www.worldsport.ge