x
image
worldsport.ge
Mundo Deportivo: კრიშტიანუმ კონტრაქტი 2018 წლამდე გაახანგრძლივა

imageესპანური გამოცემა Mundo Deportivo-ს მტკიცებით, პორტუგალიელმა შემტევმა ნახევარმცველმა კრიშტიანუ რონალდუმ მადრიდის “რეალთან” ახალი კონტრაქტი გააფორმა.
წყაროს ცნობით შეთანხმება რამდენიმე დღის წინ გაფორმდა და მის თანახმად, კონტრაქტი, რომლის ვადაც 2015 წელს იწურებოდა, 2018 წლამდე გახანგრძლივდა. ახალ შეთანხმებაში შენარჩუნებულია პუნქტი, რომლის თანახმადაც რონალდუს გამოსასყიდი თანხა 1 მილიარდ ევროს შეადგენს. ამასთან, თუ რომელიმე კომპანია კრიშტიანუს სახეს საკუთარი პროდუქციის რეკლამირებისთვის გამოიყენებს, თანხა კლუბსა და ფეხბურთელს შორის თანაბრად გაიყოფა. გაიზრდება 28 წლის პორტუგალიელის ანაზღაურება და ის სეზონის განმავლობაში 17 მილიონ ევროს შეადგენს.
ვარაუდობენ, რომ რონალდუსთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე ოფიციალური განცხადება მას შემდეგ გაკეთდება, რაც “ტოტენჰემიდან” უელსელი გარეტ ბეილის ტრანსფერი დასრულდება და ამით დაესმევა წერტილი ორ გაჭიანურებულ საკითხს.
უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში ხშირია საუბრები იმასთან დაკავშირებით, რომ რონალდუ “სამეფო კლუბში” თავს ბედნიერად არ გრძნობს და “მანჩესტერ იუნაიტედში” დაბრუნებას აპირებს.


ზურა ქსოვრელი

www.worldsport.ge

0
24
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
24
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0