x
image
worldsport.ge
კარლას და ხუანის უცნაურობანი

imageმაგარი ტანი აქვს? აქვს! პროპორციებში ჯდება? ჯდება! სახეზე მომხიბვლელია? მომხიბვლელია! აბა მაშ მეტი რაღა უნდოდეს ფლორენციის “ფიორენტინას” კოლუმბიელ ფეხბურთელს, ხუან კუარდადოს, რომელმაც თანამემამულე მოდელს, კარლა ოსას გული არა და არ გადაუშალა.
კარლა და ხუანი ერთმანეთს თურმე ბავშვობიდან იცნობდნენ და როგორც ბავშვობისდროინდელ სიყვარულს ახასიათებს, მათ შორის იმაზე მეტი ახლობლობა იყო, ვიდრე ჩვეულებრივ წყვილს შეიძლება ჰქონდეს. თუმცა, კუარდადო მაინც ირწმუნება, რომ კარლასთან მისი ურთიერთობა სერიოზული არასოდეს ყოფილა.
ორი წლის წინ, სულ ცოტა ხნის მანძილზე (დაახლოებით ერთი თვე) კარლა ოსა და ხუან კუარდადო ბოგოტას ბარებში ერთად რამდენჯერმე ნახეს. ამის შემდეგ, ფეხბურთელი იტალიაში დაბრუნდა და როდესაც მშვენიერ კარლაზე რამეს ჰკითხავენ, სიტყვას ყველას ბანზე უგდებს. არადა, შეხედეთ აბა რა ქალია ეს კარლა ოსა... თვალი მომცა და მაყურებინაო...
www.worldsport.ge

0
494
3-ს მოსწონს
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
494
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0