პარამეცნიერებები სამარეში ჩასული საიდუმლოებები 2013, 28 აგვისტო, 16:04 ბევრი საიდუმლო არსებობს რომელიც სამარემდე მიჰყვებათ ხოლმე ადამიანებს და ამაში არაფერია გასაოცარი. ალბათ ყველას ცხოვრებაშია ისეთი მომენტი ვიღაცის ან საკუთარი რეპუტაციისა თუ მემკვიდრეობის დასაცავად საიდუმლო სამუდამოდ იფარება და გაუმჟღავნებელი რჩება.
რამოდენიმე ისტორიული საიდუმლო ან მისდამი ყურადღება მრავალი წლის მანძილზე თავისებურ გამოცანად იქცა. ქვემოთ მოყვანილია ასეთი ფაქტების ჩამონათვალი:
1. აქსელ ერლანდსონი. (1884-1964) აქსელ ერლანდსონი ჩვეულებრივი ფერმერი იყო. მისი ჰობი ხეების ფორმულირება გახლდათ. მან იცოდა ხეების თავისი დიზაინის მიხედვით გაზრდის საიდუმლოება. იგი ყველანაირ ფორმას აძლევდა მათ: დახვეული კიბეების, გულების, ფრინველის გალიების, კოშკის, სურათის ჩარჩოების და ა.შ. იგი თავისი ტექნოლოგიის საიდუმლებას არავის ეუბნებოდა. იგი დაიღუპა 1964 წელს და სამარეში ჩაიტანა თავისი უნიკალური პროცედურების ცოდნა. მისი გაზრდილი ხეები ახლა კალიფორნიის ერთ-ერთ პარკს ამშვენებს. 2. “ჯერომი"(ჯერომე) 1840-1912 1863 წლის 8 სექტემბერს მეთევზეების მიერ კანადაში ნანახი იქნა თეთრკანიანი უცნობი 20 წელზე ცოტა მეტის. მას ორივე ფეხი ამპუტირებული ჰქონდა. მის გვერდით წყლიანი ქოთანი და პურის ნატეხი იდო. მას ლაპარაკი არ შეეძლო და მხოლოდ ორ-სამ სიტყვას ამბობდა. ერთი სიტყვა იყო “ჯერომ". და ამიტომ მას ეს სახელი შეარქვეს. მას სიბრაზე ახრჩობდა როცა გარკვეულ სიტყვებს იგებდა და ამის გამო ბევრს სჯეროდა რომ ჯერომმა რაღაც საიდუმლო იცოდა რომელიც მას აუკრძალეს რომ ეთქვა. ჯერომი ძალიან ღირსეულად იჭერდა თავს და როცა ფულს სთავაზობდნენ ძალიან დამცირებულად გრძნობდა თავს. არსებობს ბევრი ვერსია მის შესახებ თუ ვინ იყო ეს ადამიანი მაგრამ არც ერთი ვერსიათაგანი არ დადასტურებულა. იგი გარდაიცვალა 1912 წლის 19 აპრილს. საინტერესო ისაა რომ ჯერომი იმ საზოგადოების საერთო წევრი გახდა სადაც ის ნახეს. მასზე იწერებოდა სიმღერები, ის ფიგურირებდა ფილმებში და ნახატებში. 3. უცნობი ქალი (1793-1816) 1816 წელს ვირჟინიის შტატში ცოლ-ქმარი შევიდა სასტუმროს ტავერნაში. ქალი ტიფით იყო დაავადებული. მისი მდგომარეობა თანდათან უარესდებოდა. ქმარმა ექიმი გამოიძახა, სასტუმროს პერსონალიც და სასტუმროს მეპატრონის მეუღლეც და მათ ფიცი დაადებინა რომ არ გაემჟღავნებინათ მათი პირადი მონაცემები. ყველამ თავისი პირობა შეასრულა და ეს საიდუმლო სამარეში წაიღეს. “ფიცი"-ს შემდეგ ეს ქალბატონი დაიღუპა და ვერავინ ვერ გაიგო თუ ვინ იყვნენ ეს ადამიანები. სანამ ქმარი დატოვებდა იქაურობას მან ექსტრავაგანტური სასაფლაო გაუკეთა მეუღლეს. 4. ანტონიო სტრადივარი. (1644-1737) სტრადივარი იყო ცნობილი იტალიელი- სიმებიანი საკრავების ოსტატი. როგორიცაა: ვიოლინო, ვიოლენჩელო, არფა და გიტარა. საუკუნეების მანძილზე ცდილობდნენ სწავლულები სტრადივარის საიდუმლოების ამოხსნას. ექსპერტები აღიარებენ რომ დღემდე არ არის კონსენსუსი მიღწეული რომ ითქვას ყველაზე დამაჯერებელი მიზეზი, რომელიც ახსნიდა მისი ინსტრუმენტის მაღალ ხარისხს. ეს არის კომბინაცია მრავალი ფაქტორის რომელიც ბოლომდე არ არის გამოკვლეული. ითვლება რომ მან შექმნა დაახლოებით 1100 ინსტრუმენტი. ჩვენამდე მოღწეულია 650, მათ შორის 500 ვიოლინო. 526 5-ს მოსწონს
|