ბრაზილიელი ფეხბურთელის, რიკარდო კაკას მეუღლე, ყოფილი მოდელი, კაროლინ სელიკო ჟურნალისტებთან საუბარში დანანებით აცხადებს, რომ წარსულს ჩაბარდა ძველი და კარგი დრო, როდესაც მასა და კაკას ერთმანეთი თავდავიწყებით უყვარდათ და ყოველი დღე ახალი ბედნიერების მომტანი იყო.
კაროლინ სელიკოს თქმით, მათი ურთიერთობების გაცივება არც კაკას ბრალია და მით უმეტეს არც მისი. ”რიკარდო ძალიან მოსიყვარულე მამაა და მთელი ჩვენი გრძნობები მთლიანად შვილზე გვაქვს განაწილებული. რიკარდოსთან გაშორებას არ ვაპირებ და არც მას სურს ჩვენი ურთიერთობის გაწყვეტა. უბრალოდ, ბოლო პერიოდში ძალიან ბევრი პრობლემები გვაქვს როგორც კარიერის, ასევე პირადი ცხოვრების კუთხით და ბუნებრივია, რომ ერთმანეთისთვის ნაკლებად ვიცლით. თუმცა, უნდა ვაღიარო, რომ ჩვენი ძველი სიყვარული წარსულში დარჩა” – ამბობს კაროლინ სელიკო და ცნობილი ბრაზილიური სერიალების გმირების მსგავსად, ალბათ ისიც პერანგის სახელოთი იმშრალებს თვალზე მომდგარ ცრემლებს...
www.worldsport.ge