საზოგადოება უზბეკეთის პრეზიდენტის ქალიშვილმა 200$ იპოვა "უბრალოდ ტაშკენტის გზაზე" 2013, 27 აგვისტო, 0:31 უზბეკეთის პრეზიდენტის უფროსმა ქალიშვილმა გულნარა ქარიმოვამ 200$ იპოვა ტაშკენტში სეირნობის დროს.პოვნის შესახებ თავის Twitter-ის გვერდზე გამოაქვეყნა."მივსეირნობდი ტაშკენტის ერთ უბრალო ქუჩაზე..ვიპოვე 200$...ვიღაცას დაუვარდა ლამაზად გადაკეცილი ორი კუპიურა, გამომეხმაურეთ ვისიცაა, თუ იცით სად ვიპოვე?"შემდეგ ქარიმოვამ გამოაქვეყნა ფოტოც კომენტარით.."ადვილად რომ გაიხსენოთ, სად და როდის დაკარგეთ". ადგილობრივი საიტი Uzmetronom-ი საკმაოდ ირონიულად გამოეხმაურა ამ ფაქტს და აღნიშნა რომ, "ნაპოვნი თანხა მიუთითებს უზბეკი მშრომელების კეთილდღეობის გაზრდას, რომლებიც "უბრალო ტაშკენტის გზის" გასწვრივ ცხოვრობენ, მათთვის რაღაც "ლამაზად გადაკეცილი" ამერიკული კუპიურა იმდენად წვრილმანია, რომ მისი გახსენებაც არ ღირს".შეგახსენებთ, რეალური საშუალო თვიური ხელფასი უზბეკეთში 200$-ს არ აღემატება.(თანხის დამკარგავი კი "დღე და ღამე Twitter-ში ზის და გულნარას გვერდს ათვალიერებს") 335 3-ს მოსწონს 1-ს არა
|