სხვა მიმტევებელი თუ ბუტია? საინტერესო ტესტი 2013, 25 აგვისტო, 12:06 ყველა ადამიანს ინდივიდუალური ხასიათი აქვს. ზოგი მუდამ ხალისიანია, ემოციებს არ ჰყვება, მდგომარეობიდან ადვილად გამოდის და მასთან ურთიერთობა ყველას უხარია. მავანი კი პატარა წვრილმანზეც კი ცხვირს იბზუებს, იბუტება და ხშირ შემხთხვევაში შურისძიებაზეც ფიქრობს. თქვენ როგორი ხართ, მიმტევებელი თუ ბუტია და ჭირვეული? ტესტის კითხვებს უპასუხეთ - დიახ, არა ან ასეც ხდება.
ყოველ პასუხზე - დიახ, 0 ქულა დაიწერეთ.
პასუხზე - ასეც ხდება - 1 ქულა.
პასუხზე არა - 2 ქულა.
1. ადვილია თქვენთვის გუნება-განწყობის გაფუჭება? 2. წყენა დიდხანს გამახსოვრდებათ? 3. უსიამოვნებებს დიდხანს განიცდით? 4. ხშირად გაქვთ ისეთი პერიოდები, როცა საუბარი არავისთან გსურთ? 5. გაღიზიანებთ ხმაური და ხმამაღალი ლაპარაკი? 6. დიდხანს უნდებით საკუთარი გრძნობების ანალიზს? 7. შეიძლება ხუთ წუთში რამდენჯერმე შეგეცვალოთ ხასითი? 8. სიზმარში კოშმარებს ხშირად ნახულობთ? 9. კონფლიქტური სიტუაციების დროს ხმას უწევთ? 10 ადვილია თქვენი მდგომარეობიდან გამოყვანა? 11. გემრიელი საჭმლის მირთმევა ხასიათს გიუმჯობესებთ? 12. როდესაც გარშემომყოფებს თქვენი არ ესმით, ღიზიანდებით? შედეგები. 22 - დან 24 ქულამდე: ბუტიას ვერავინ გიწოდებთ. გაწონასწორებული ადამიანი ბრძანდებით და ემოციებს კარგად აკონტროლებთ. თქვენი მდგომარეობიდან გამოყვანა ძალიან ძნელია და ამას თითქმის ვერავინ ახერხებს. 17-დან 22 ქულამდე: თქვენი განაწყენება ადვილად არა, მაგრამ მაინც შესაძლებელია. ხანდახან ფეთქებადიც ხართ და გაბრაზებულს უხეშობაც გჩვევიათ. ამის გამო იშვიათად, მაგრამ სამსახურსა და სახლში მაინც გაქვთ კონფლიქტები. 0 - დან 16 ქულამდე: ბუტია და შურისმაძიებელი ბრძანდებით. ავადმყოფურად განიცდით თქვენზე გარშემომყოფების აზრს. ეს სერიოზული უარყოფითი თვისება თქვენი ცხოვრების პრობლემის მიზეზია. თუ გსურთ ახლობლებმა და მეგობრებმა ბუტიად არ ჩაგთვალონ და თქვენთან ურთიერთობა სურდეთ, აუცილებლად იზრუნეთ ცოტათი მაინც შეიცვალოთ. 120 10-ს მოსწონს
|