სხვა მიხეილ სააკაშვილის ქონება 2012, 2 დეკემბერი, 15:29 მიხეილ სააკაშვილმა ბოლო ქონებრივი დეკლარაცია, როგორც საქართველოს პრეზიდენტმა 2012 წლის 16 მაისს შეავსო. მიხეილ სააკაშვილი დაიბადა თბილისში, 1967 წლის 21 დეკემბერს. ჰყავს მეუღლე და ორი შვილი. მეუღლე, სანდრა რულოვსი დაიბადა 1968 წლის 23 დეკემბერს ტერნეუზემში (ნიდერლანდებში).
სანდრა რულოვსის საკუთრებაშია 154 კვ.მ-ის მქონე ბინა თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე. მიხეილ სააკაშვილის მფლობელობაშია მიწის ნაკვეთი ყვარელში, რომლის ფართობია 6800.0 კვ.მ. იგი ასევე ფლობს საცხოვრებელ სახლს ყვარელში.
თუმცა ამით არაფერი მთავრდება. ასევე მის საკუთრებაშია მიწის ნაკვეთი გუდაურში - 500 კვ.მ.
დეკლარაციის მიხედვით, მიხეილ სააკაშვილი არ ფლობს ფასიან ქაღალდებს. ახლა რაც შეეხება საბანკო ანგარიშებს. დეკლარაციის შევსების დროს "საქართველოს ბანკის" სახელფასო ანგარიშზე 42328 ლარი ერიცხებოდა. მიმდინარე ანგარიშზე კი 7080 ევრო და 23000 დოლარი.
სანდრა რულოვსს "თი-ბი-სი" ბანკის ანაბარზე 21000 დოლარი ჰქონდა, ing bank-ში კი 85000 ევრო. მიხეილ სააკაშვილს societe general- ის მიმდინარე ანგარიშზე 39000 ევრო ერიცხებოდა. დეკლარაციის მიხედვით, მიხეილ სააკაშვილის ოჯახი არ მონაწილეობს სამეწარმეო საქმიანობაში. საანგარიშო ერთი წლის განმავლობაში, მისმა ხელფასმა, საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე 56640 ლარი შეადგინა. დეკლარაციაში ასევე აღნიშნულია ხარჯი, 45738 ლარის ოდენობით, რომელიც მას ყვარელში, სახლის აშენებაზე დაუხარჯავს. 9505 10-ს მოსწონს 1-ს არა
|