x
image
nukrichanturia
რაზე "საუბრობს" თქვენი თმა
image






























რატომ ამბობენ, რომ პირველი შთაბეჭდილება ადამიანის შესახებ უტყუარია? იმიტომ, რომ ინტუიციურად ვგრძნობთ და ვიგებთ ინფორმაციას მის ხასიათსა და თვისებებზე, მაგრამ არა მისი ჩაცმულობით, არამედ უფრო ბუნებრივი და არსებითი ნიშნებით - სახის ნაკვთებით ან თმით.

1. ბძინვარე და მძიმე თმა.

თუ თმა სწორი, მძიმე და ბზინვარეა, მისი პატრონი ჯიუტი, არტისტული და საკმაოდ ეგოისტური ნატურაა. მათ უყვართ ყურადღების ცენტრში ყოფნა, მაგრამ გარეშემო მყოფთათვის უინტერესონი არიან საკუთარი პერსონისადმი გაძლიერებული ინტერესის გამო. კარიერაში ისინი საკმაოდ ბევრს აღწევენ, მაგრამ პირადი ცხოვრება ხშირად არ აქვთ.


2. სწორი და თხელი თმა.

თუკი თმა შლილი და თხელია, გაფშეკილი ბოლოებით, მისი პატრონი გაუწონასწორებელი ადამიანია, რომელიც ხასიათის სწრაფი ცვლილებებისკენ არის მიდრეკილი, მაგრამ საკმაოდ მიზანდასახულია. ასეთი თმა ხშირად ამშვენებს ცნობილი ადამიანების თავებს - ესტრადის ვარსკვლავებს, მხატვრებს, მწერლებს და პოლიტიკოსებს.

3. ტალღოვანი და ხვეული თმა.


თხელი, ბოლოებში დახვეული თმა საკუთარ თავში თავდაუჯერებლობის ნიშანია. ასეთი ადამიანები კარიერაში მწვერვალებს იშვიათად აღწევენ, სამაგიეროდ, შეუძლიათ კარგი ოჯახის შექმნა. კეთილები და ყურადღებიანები არიან. მათ ბევრი მეგობარი ჰყავთ.

ტალღოვანი თმა გვამცნობს, რომ ჩვენ წინაშე წყნარი, საკუთარი ქცევის სწორად შემფასებელი პიროვნებაა. ტალღოვანი თმის პატრონი დიდ ხანს ფიქრობს და წონის და ამიტომ, როგორც წესი, დაუფიქრებელ ნაბიჯს არასდროს დგამს. სტაბილურობას აღწევს როგორც სამსახურში, ასევე ადამიანებთან ურთიერთობაშიც.

ხუჭუჭა თმის პატრონები მძიმე, შეუთავსებელი ხასიათისანი არიან, მაგრამ ამავე დროს, შეუძლიათ იტრაბახონ მიზანდასახულობითა და სიბეჯითით.

image






















რადგანაც პლანეტის უდიდესი ნაწილი შავგრემნებისგან შედგება, ქერათმიანები განსაკუთრებული წარმატებით სარგებლობენ. ჯერ კიდევ ძველ ეგვიპტეში მოდის მიმდევრები ცდილობდნენ, თმისთვის ნათელი შეფერილობა მიენიჭებინათ. თმას ძროხისა და კატის შარდით იბანდნენ, მზეზე ახუნებდნენ.

ბუნებრივად ქერები - როგორც წესი, მშვიდი, გაწონასწორებული ხალხია.

შავგრემანები ვნებიანები არიან და მხურვალე ტემპერამენტით გამოირჩევიან.

წაბლისფერთმიანები მიზანდასახულნი არიან და ნაკლებად ექცევიან ემოციების ზეგავლენის ქვეშ.

წითურები, დამკვიდრებული აზრის მიუხედავად, სრულებითაც არ არიან უსინდისოები. პირიქით, სიცოცხლის მოყვარულნი და კეთილები არიან. ამასთან, თხელი კანისა და მასთან ახლოს განლაგებული სისხლძარღვების გამო, საწყლები, ხშირად წითლდებიან.

0
136
6-ს მოსწონს
ავტორი:nukrichanturia
nukrichanturia
136
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0