x
image
nukrichanturia
კატამ პატრონი სიკვდილს გადაარჩინა
image ამერიკის ქალაქ კოლამბოსში (ოჰაიოს შტატი), სამი წლის კატამ 911-ის აკრეფა მოახერხა, რითაც ავადმყოფი პატრონი სიკვდილს გადაარჩინა.

50 წლის ჰარი როშეიზონი ინვალიდის სავარძლიდან გადმოვარდა და მიკროინსულტის გამო წამოდგომას ვერ ახერხებდა. საბედნიეროდ, ბატონი როშეიზონის კატა ტომი არ "დაიბნა" და სამაშველო სამსახურის ტელეფონის ნომრის "აკრეფა" მოახერხა.

მოგვიანებით, გონს მოსულმა პატრონმა განაცხადა, რომ ცხოველს 911-ის აკრეფას სპეციალურად ასწავლიდა, თუმცა არ სჯეროდა, რომ ტომი ამ ნომერს ოდესმე დამოუკიდებლად აკრეფდა.

პოლიციელი პატრიკ დოგერტი, რომელიც შემთხვევის ადგილზე პირველი მივიდა, მომხდარს ვერაფრით ხსნის.


911-ის სამსახურში განაცხადეს, რომ ყურმილში ხმა არ ისმოდა. დისპეჩერმა აბონენტთან დაკავშირება სცადა, თუმცა პასუხი არც ამ შემთხვევაში მიუღია. საბოლოოდ დაფიქსირებულ მისამართზე მაშველთა გაგზავნა გადაწყდა, რამაც ამერიკელს სიცოცხლე შეუნარჩუნა. ადგილზე მისულ ექიმებს, ტომი ტელეფონის ყურმილთან დახვდათ, ხოლო მეორე ოთახში ინვალიდის სავარძლიდან ჩამოვარდნილი უგონოდ მყოფი მამაკაცი იმყოფებოდა. "ტომი ჩემი გმირია", - აცხადებსმისი პატრონი და თავისი ფისოთი უზომოდ ამაყობს.

2
34
5-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:nukrichanturia
nukrichanturia
34
  
2012, 23 ნოემბერი, 22:40
ესმით ეგეთი რაღაცეები:დდ
2012, 23 ნოემბერი, 20:18
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2