მინდა შემოგთავაზოთ მსოფლიოში ყველაზე საბედისწერო იდივიდუალური მოტოციკლები.
10) სიკვდილის მოტოციკლი
ეს მოტოციკლი შეიქმნა პორტუგალიაში ჯგუფ Chopper’s Spirit-ის მიერ. მას Best Odd Bike უწოდეს. მოტოციკლი ააგეს
ცნობილი მოტოციკლების მწარმოებელი ბრენდის, Harley
Davidson-ის ბაზაზე.
9) მოტოციკლი GUNBUS 410
GUNBUS 410,
ამჟამად, ყველაზე დიდი მოტოციკლია, რომელიც ექსპლუატაციაშია. იგი შექმნა
გერმანულმა კომპანიამ Leonhardt
Manufacturing-მა. პროექტის ავტორი გახლავთ F. Clemens Leonhardt. მოტოციკლი
თავისი შთამბეჭდავი ზომების (სიგრძით 3.47მეტრი) გარდა,
გამოირჩევა უჩვეულო დიზაინითაც.
8) მოტოციკლ-მონსტრი Mach Ness
მოტოციკლი არა მარტო თავისი უჩვეულო დიზაინით, არამედ მისი უახლესი
ტექნოლოგიური აღჭურვითაცაა განსაკუთრებული. მისი შემქმნელი გახლავთ Arlen Ness Mom. Mach Ness Monster ერთადერთი მოტოციკლია
მთელს მსოფლიოში, რომელიც აღჭურვილია აირტურბინული ვერტმფრენის სისტემით.
7) მოტოციკლი Yamaha R1
ეს გახლავთ Yamaha-ს ახალი
მოდელი, რომელიც სრულად ქრომირებულია. მოტოციკლი განკუთვნილია ადამიანების იმ
კატეგორიისთვის, რომლებიც პედანტების ჯგუფს მიეკუთვნებიან, რადგან მოტოციკლზე
ყოველი უმნიშვნელო ნაკაწრიც კი ცუდად ჩანს, ის კი შექმნილია ბზინვარებისათვის.
6) მოტოციკლი Osmane
მოტოციკლი შეიქმნა გერმანიაში ჯგუფ AT
American Cycles-ის მიერ. მან Rosmalen-ში (ნიდერლანდი) საუკეთესო ინდივიდუალური მოდელის წოდება
დაიმსახურა. შემქმნელების განცხადებით, Osmane გზაზე
შეუმჩნევი არავისთვის დარჩება.