x
image
worldsport.ge
იბრაჰიმოვიჩის ცოლი ბარმენად მუშაობს

imageპსჟ-ს შვედი ბომბარდირის ზლატან იბრაჰიმოვიჩის უცნაური მეუღლე ჰელენა სეგერი ფრანგი ჟურნალისტებისათვის ნამდვილ ამოუხსნელ ამოცანად იქცა. ჰელენა სეგერი ამჟამად 42 წლისაა და ახალგაზრდულ სიანცეებს მაინც არ იშლის.
ზლატანის ცოლი, გარდა იმისა, რომ ხანდახან ფოტომოდელობით ერთობა, ამჟამად, გაგიკვირდებათ და, ერთ-ერთ პარიზულ ბარში ბარმენადაც მუშაობს. არ ვიცით, ჰელენა რამდენად კარგი ბარმენია, მაგრამ ამ ხელობით ეს ქალბატონი ზლატანის იტალიაში გარჯის დროსაც იყო დაკავებული.
საკუთრივ იბრაჰიმოვიჩი არაფერს ამბობს იმასთან დაკავშირებით, მოსწონს თუ არა ცოლის ცოტა უცნაური სამსახური. ჰელენა სეგერი კი ჟურნალისტებს ეუბნება, რომ ბარმენობა მისთვის გართობის საუკეთესო საშუალებაა და სულ არ ანაღვლებს ამაზე სხვები რას იტყვიან.


www.worldsport.ge

0
2667
3-ს მოსწონს
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
2667
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0