x
image
worldsport.ge
უცნაურია: “ორჰუსმა” ქართველების გარეშე ითამაშა

imageდანიაში “ორჰუსმა” შინ 3:1 სძლია “სონდერიისკეს” და მე-6 ადგილზე გადაინაცვლა. უცნაურია, მაგრამ “ორჰუსის” მწვრთნელმა არცერთი ქართველი არ ათამაშა: დავით დევდარიანი და დავით სხირტლაძეც სათადარიგონი იყვნენ. მათე ვაწაძეს კი, როგორც იცით, ტრავმა აქვს.
უკრაინაში ჯაბა ლიპარტიას ‘ზორიამ” დონეცკში 0:2 წააგო “მეტალურგთან”. ჯაბა ლიპარტია სასტარტოში იყო და მე-60 წუთამდე ითამაშა. “ზორია” მე-7 საფეხურზეა.
რუსეთის პირველ დივიზიონში ნალჩიკის ‘სპარტაკმა” შინ 1:3 წააგო “ლუჩ-ენერგიასთან”. დავით სირაძემ შეუცვლელად ითამაშა და გაფრთხილებაც მიიღო, ხოლო გუჯა რუხაია 63-ე წუთზე შევიდა მინდორზე.
ვლადიკავკაზის “ალანიამ” მოსკოვში 0:2 წააგო “ტორპედოსთან”. ოთარ მარცვალაძემ თავიდან ბოლომდე ითამაშა, ხოლო გოჩა ხოჯავა 57-ე წუთზე შეიყვანეს.
აკაკი ხუბუტიას “მორდოვიამ” შინ 3:0 სძლია “ანგუშტს”. ქართველმა მცველმა შეუცვლელად ითამაშა. “მორდოვია” მეორე საფეხურზეა, “ალანია” – მესამეზე, ხოლო ნალჩიკის “სპარტაკი” – მეთექვსმეტეზე.
ილია ნანობაშვილი
www.worldsport.ge

0
20
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
20
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0