x
image
worldsport.ge
დიდი შანსია, ვილიანი “ჩელსიში” აღმოჩნდეს

imageდიდი შანსია, მახაჩყალის “ანჟის” ყოფილმა ნახევარმცველმა, ბრაზილიელმა ვილიანმა კარიერა ლონდონის “ჩელსიში” გააგრძელოს. ამ ინფორმაციას Sky Sports-ი “ჩელსის” მთავარი მწვრთნელის, ჟოზე მოურინიოს სიტყვებზე დაყრდნობით ავრცელებს:
“ვფიქრობ, მან გადაწყვეტილება მიიღო. ნაადრევად საუბარი არ მინდა, რადგან ფეხბურთში “გიჟური” ამბები ხდება. ვიცი, მოთამაშეს რა უნდა და დღესდღეობით ამას ვერ დავმალავთ. ეს ტრანსფერი განხორციელებადია”.
პორტუგალიელის თქმით, “ჩელსი” არ აპირებს განშორებას ესპანელ ნახევარმცველ ხუან მატასთან, რომლის გადაბირებაც “მანჩესტერ იუნაიტედს” სურს:
“ეს მოთამაშე ყველას მოგვწონს და მისი შენარჩუნება გვინდა. სათამაშო კლასის გაზრდას ვაპირებთ და არა შემცირებას”.
ლაშა თაბაგარი
www.worldsport.ge

0
0
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
0
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0