ავსტრალიელმა ველოსპორტსმენმა, 2004 წლის ოლიმპიურმა ჩემპიონმა სტიუარტ ოგრეიდიმ თავისი კარიერის დასრულების მეორე დღესვე საჯაროდ აღიარა, რომ დოპინგს იღებდა.
შეგახსენებთ, რომ ოგრეიდიმ ოლიმპიური ოქროს მედალი მედისონის დისციპლინაში მოიპოვა. 1992 წელს ბარსელონის ოლიმპიურ თამაშებზე ვერცხლის და ატლანტის 1996 წლის ოლიმპიურ თამაშებზე კი, ორი ბრინჯაოს მედლის მფლობელია. აგრეთვე, მსოფლიოს ჩემპიონატის ორი ოქროს და 2007 წლის პარიზ-რუბეს რბოლის გამარჯვებულია.
39 წლის სტიუარტმა განაცხადა, რომ დოპინგი 1998 წლის “ტურ დე ფრანსის” დაწყებამდე 2 კვირით ადრე მიიღო და ტურნირში მეორე ადგილს დასჯერდა. საკითხავია, მხოლოდ ერთხელ მიიღო მასტიმულირებელი სპორტსმენმა თუ თავის წარმატებულ კარიერას დოპინგს უნდა უმადლოდეს.
www.worldsport.ge