x
image
nukrichanturia
ბრძნული აზრები, რომლებიც სოციალურ ქსელებში სტატუსებად გამოგადგებათ
image




















1. სიყვარულზე მეტი ჭირი და ლხინი ღმერთს არ გაუჩენია.

2. ჭეშმარიტად ის, ვინც სიცოცხლეს არ აფასებს, არც იმასახურებს მას.

3. ხასიათი უფრო აახლოებს ადამიანს, ვიდრე ჭკუა.


4. რომ იცოცხლო, ხშირად მეტი ვაჟკაცობის გამოჩენა გმართებს, ვიდრე რომ მოკვდე.

5. ჩვენი ცხოვრებიდან ვერც ერთ ფურცელს ვერ ამოვხევთ, თუმცა შეგვიძლია თვით წიგნი ჩვენი ცხოვრებისა ცეცხლს შევუკეთოთ.

6. ერთ-ერთი გასაკვირი ცდომილებათთაგანია ის, რომ ადამიანის ბედნიერება თითქოს იმაშია, არაფერი აკეთოს.

7.ზარმაცები მუდამ რაღაცის გაკეთებას აპირებენ.

8. დათესეთ საქციელი და მოიმკით ჩვევას, დათესეთ ჩვევა - მოიმკით ხასიათს, დათესეთ ხასიათი - მოიმკით ბედს.

9. ცუდი არ იქნებოდა, რომ ყველას - ჯერ კიდევ ახალგაზრდობაში მოემზადებინა თავისთის ეპიტაფია, ცხოვრების დარჩენილი ნაწილი კი ეზრუნა, ყოფილიყო მისი ღირსი.

10. საკუთარი რისხვა და ბრაზი მეტ ზიანს გვაყენებს, ვიდრე ის, რაზეც ვართ განრისხებული.

11. დიდი ადამიანი თავის დროს წინ უსწრებს, ჭკვიანი გვერდით მიჰყვება, ეშმაკი - ცდილობს, რიგიანად მოიხმაროს იგი, სულელი კი მისი გზის გარდიგარდმო დგება.

12. ძუნწი კაცი ვირსა ჰგავს, რომელსაც ცოტას აჭმევენ და ბევრს ამუშავებენ და რომლის ტყავისგან სიკვდილის შემდეგ დაირას აკეთებენ სხვათა მოსალხენად.

13. მოერიდეთ იმათ, ვინც თქვენი რწმენის შერყევას ცდილობს. ეს ახასიათებს პატარა კაცუნებს. დიდი ადამიანი, პირიქით, ჩაგაგონებთ, რომ თქვენც ძალგიძთ გახდეთ დიდი.

2
134
7-ს მოსწონს
ავტორი:nukrichanturia
nukrichanturia
134
  
2013, 23 აგვისტო, 12:47
12 და 13 ძალიან მაგრებია
2013, 21 აგვისტო, 11:56
დიდი ადამიანი თავის დროს წინ უსწრებს, ჭკვიანი გვერდით მიჰყვება, ეშმაკი - ცდილობს, რიგიანად მოიხმაროს იგი, სულელი კი მისი გზის გარდიგარდმო დგება.
ეს ძალიან მომეწონა
0 1 2