არსებობს გამოცანები უახლოესი წარსულიდან, რომელიც დღემდე აფორიაქებს კაცობრიობის გონებას. მათ შორისაა ეს გამოცანა რომლის ამოხსნაც დღემდე ვერ ხერხდება.
მწყემსის მონუმენტი.
ეს მონუმენტი ინგლისში, კერძოდ სტაფორდშირში მდებარეობს.
უკვე 250 წელიწადია რაც იგი მოსვენებას არ აძლევს გამოცანების ამოხსნის მოყვარულებს. საქმე იმაშია რომ მასზე გამოსახულია უცნაური თანმიმდევრობის წარწერა ლათინური ასოებით: DOUOSVAVVM რომლის გაშიფრვაც ვერაფრით ვერ ხერხდება. მის გაშიფრაზე მუშაობდნენ ისეთი ცნობილი სწავლულები, როგორებიც არიან ჩარლზ დიკენსი და ჩარლზ დარვინი.
წარწერის ავტორი უცნობია, მაგრამ არსებობს ვარაუდი რომ ეს წარწერა ტამპლიერი რაინდების დატოვებულია და მასში თითქოს მინიშნებულია წმინდა გრაალის ადგილმდებარეობა.