ცნობილმა იტალიელმა ფეხბურთელმა ანდრეა პირლომ, მევენახეობისა და მეღვინეობის შესახებ უკვე იმდენი იცის, რომ ბევრ ცნობილსა და გამოცდილ ღვინის ექსპერტს შეშურდება. როგორც იცით, “იუვენტუსის“ გამთამაშებელი მეღვინეობამ ბოლო დროს ძალიან გაიტაცა.
ანდრეა პირლო მეღვინეობის ფილოსოფიის შესახებ საუბრობს და ამბობს, რომ ღვინო ადამიანისთვის მხოლოდ თრობის საშუალება არ არის. ფეხბურთელი იზიარებს იმ აზრს, რომ ღვინო, ერთგვარი კოსმიური სითხეა, რომელიც ბუნებასთან ორგანულადაა შერწყმული.
“იუვენტუსის“ ფეხბურთელს საკუთარი ვენახები პიემონტის მხარეში და ქალაქ ბრეშასთან ახლოს აქვს. პირლოს ვენახებში, ძირითადად, კიანტის ჯიშის ვაზია გაშენებული და ამ ვენახებში დაკრეფილი ყურძნისგან დაწურული ღვინო, წარმატებით იყიდება მთელს ევროპაში.
www.worldsport.ge