x
image
ციცი
Mediator image
კრის ბრაუნს სასამართლომ 1000 საათი საზოგადოებრივი სამუშაო მიუსაჯა
image

კრის ბრაუნის ერთ-ერთი ალბომის სახელწოდებაა "Graffiti" -ბედის ირონით შესაძლოა რეპერს მოუწიოს ლოს-ანჯელესის ქუჩებში კედლებზე გაკეთებული წარწერების წაშლა.

კრის ბრაუნს სასამართლომ 1000 საათიანი საზოგადოებრივი სამუშაო მიუსაჯა. მუსიკოსს არჩევნის გაკეთების საშუალება მისცეს-მისი ასარჩევია დაგავოს ქუჩები, დაასუფთაოს პლაჟები თუ წაშალოს წარწერები კედლებიდან.

შეგახსენებთ, რომ კრის ბრაუნმა დაარღვია კანონი ამა წლის ივნისის ბოლოს: რეპერი მართვის მოწმობის გარეშე მართავდა მანქანას და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ბრალდებულის თქმით, კრის ბარაუნი უკან სვლის დროს დაეჯახა მის მანქანას და ამის შემდეგ იგი უბრალოდ წავიდა ავარიის ადგილიდან.

სიტუაციას ამძაფრებს ის ფაქტიც, რომ რეპერს მისჯილი აქვს 5 წლიანი პირობითი სასჯელი თავისი ექს-შეყვარებულის, ბარბადოსელი მომღერლის, რიანას ცემის გამო. თუმცა სასამართლომ მომხდარი ინციდენტი, არ ჩათვალა პირობითი სასჯელის დარღვევად და სკანდალური კრისი არ გაუშვა გისოსებს მიღმა.


როგორც ჩანს კრის ბრაუნი სასამართლო სხდომებზე ძალიან სერიოზული იყო (რასაც ადასტურებს მისი ფოტოები სასამართლო დარბაზიდან) და მხოლოდ ორი სიტყვა წარმოთქვა"დიახ" და "არა", კითხვაზე "დიახ" უპასუხა, როდესაც მოსამართლე შეეკითხა, ეთანხმებოდა თუ არა გამოტანილ ვერდიქტს და "არა" უპასუხა, როდესაც დაუსვევს კითხვა აქვს თუ არა დამატებითი კითხვები სასამართლოსთან.

ახლა კრისს ისღა დარჩენია, რომ შეასრულოს საზოგადოებრივი სამუშაოები, რომელსაც თვითონ აირჩევს შეთავაზებულთაგან და სამი თვის შედეგ, 2 ნოემბერს გამოცხადდეს სასამართლოში.

ფოტოები სასამართლო სხდომიდან:



imageimageimage

0
37
3-ს მოსწონს
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
37
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0