x
image
worldsport.ge
ვილაშ-ბოაშმა “ტოტენჰემიდან” წასვლა იუარა

imageლონდონის “ტოტენჰემის” ახალგაზრდა მთავარ მწვრთნელ ანდრე ვილაშ-ბოაშს ზაფხულში არაერთი საინტერესო წინადადება ჰქონდა. მისით დაინტერესებას პსჟ, “რეალი” და “ბარსელონა” გამოთქვამდნენ.
მიუხედავად ამისა, 35 წლის სპეციალისტმა ახალ წინადადებებზე უარი განაცხადა და Sky Sports-თან ასეთი გადაწყვეტილების მიღების მიზეზებზე ისაუბრა.
“ყველა წინადადებაზე უარი განვაცხადე, რადგან “ტოტენჰემში” გამიჩნდა შანსი, ერთ გუნდში მეორე სეზონი დამეწყო. ვფიქრობ, ეს გარკვეულ უპირატესობას მაძლევს. “ტოტენჰემში” ყველაფეროთ კმაყოფილი ვარ და სწორედ ამიტომ, სხვა წინადადებებზე უარი განვაცხადე”, – აღნიშნა ვილაშ-ბოაშმა.
პორტუგალიელმა 8 თვე იმუშავა “აკადემიკაში”, შემდეგ ერთი სეზონი “პორტუში” გაატარა, რის შემდეგაც ინგლისს მიაშურა და “ჩელსიში” 256 დღე დაჰყო.


ზურა ქსოვრელი

www.worldsport.ge

0
0
შეფასება არ არის
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
0
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0