პარამეცნიერებები ბავშვი იხსენებს წინა ცხოვრებას სხვა სხეულში 2013, 14 აგვისტო, 21:35 ..მას ჰქვია კამერონ მაკოლეი. ერთადერთი განსხვავება მისი ასაკის ბიჭებისაგან ის არის რომ კამერონი ხანდახან ლაპარაკობს თავისი “წინა დედიკოს" შესახებ. ოჯახის შესახებ სადაც ის ადრე ცხოვრობდა. და იმ თეთრ სახლზე რომელიც ხეობის გვერდით დგას. მაგრამ მას ერთი დედა ყავს–ნორმა მაკოლეი, იგი 42 წლისაა და ქმარს გაცილებულია. კუნძული ბარა, რომელსაც კამერონი იხსენებს მდებარეობს 250 კილომეტრის დაშორებით ჩრდილო-დასავლეთით, ჰებრიდის ზღვიდან (შოტლანდია). ბიჭი იქ არასოდეს ყოფილა რადგან ცხოვრობს ქალაქ გლაზგოში. დედა რა თქმა უნდა შეშფოთებულია იმით რაც ესმის თავისი შვილისაგან: საიდან აქვს ასეთი ფანტაზია? მაგრამ ბიჭი ხშირად იხსენებს მის წინანდელ მშობლებს. ძმებს და დებს. თუ როგორ დაიღუპა მისი მამა, “არ გაიხედა ორივე მხარეს". (როგორც ჩანს ეს ფრაზა გაიგო მან უფროსებისაგან, როცა მას მანქანა დაეჯახა). მთავარი კიდევ ისაა რომ კამერონი განიცდის იმას რომ მისი წინა ოჯახი ეძებს და ღელავს მასზე–თუ სად დაიკარგა და რა მოუვიდა მას. ამის შესახებ იგი თავის აღმზრდელთანაც უყვება საბავშვო სახლში იგი იხსენებს კუნძულ ბარას და ჩივის დებზე და ძმებზე რომ ძალიან ენატრება ისინი და ხშირად ტირის კიდეც.. იხსენებს სად დადიოდნენ ერთად, რით იყვნენ დაკავებული. როგორ უყურებდა თავისი საძინებლიდან თვითმფრინავებს... 598 11-ს მოსწონს
|