სიახლეები ინდოეთში 3 თვის ბავშვის სხეული თვითნებურად იწვის 2013, 14 აგვისტო, 13:27 უცნაური პაციენტი დააწვინეს ინდოეთის ქალაქ ჩენაიში. 3 თვის ბავშვი, სახელად რახული.მას სხეული თვითნებურად ეწვის.ბავშვი საავადმყოფოში იქნა გადაყვანილი მრავლობითი დამწვრობის შემდეგ, ეს უკვე მას მეოთხედ დაემართა ყოველგვარი მიზეზის და გარე ფაქტორების გარეშე.ექიმებს ის აქვთ დარჩენილი, რომ მხოლოდ გაოცებისგან მხრები აიჩეჩონ, თუმცა არსებობს მოსაზრება, რომ სხეულის დაწვას შეიძლება იწვევდეს ჩვილის კანიდან გაზების გაჟონვა.პაციენტი დარჩება საავადმყოფოში და დააკვირდებიან."ჩვენ ვიცით მხოლოდ დედის მონაყოლი, ბავშვის ბარათზე არავითარი ავდამყოფობის ისტორია არაა, ჩავატარებთ რიგ ტესტებს, რომ გამოვიკვლიოთ თუ რა ტიპის გაზი იწვევს ბავშვის კანის წვას, ალბათ ორ კვირაში პაციენტს გავწერთ"-აღნიშნავს პედიატრიის განყოფილების უფროსი ნარაიამა ბაბუ. 738 4-ს მოსწონს
|