x
image
lady.ge
ჰოლივუდის საუკეთესო ჩამცმელები - გვინეთ პელტროუ
image

ეს სადა, ქერათმიანი ლამაზმანი, რომელიც უკვე ორი შვილის დედაა, საკმაოდ დახვეწილი
და კარგი გემოვნებით გამოირჩევა ჰოლივუდის მსახიობებს შორის. გვინეთის მთავარი მახასიათებელი
გამორჩეული სისადავე და ყოველგვარი ვულგარულობის,
ზედმეტობის უგულვებელყოფაა ჩაცმულობაში.

image

image


image


imageროგორც თავად მსახიობი აღიარებს მისი საყვარელი
ბრენდების რიცხვს დონა კარანი, ბარბერი, სტელა მაკკარტნი, ტომ ფორდი და
ჯორჯო არმანი შეადგენენ. თუმცა გამოსასვლელი და საღამოს კაბების შერჩევისას, მსახიობი ასევე ხშირად ირჩევს ჯონ გალიანოს ულამაზეს და ორიგინალურ ქმნილებებს,
შესაფერის მაღალქუსლიან, ელეგანტურ ფეხსაცმელთან ერთად.

image


imageყოველდღიურ ჩაცმულობაში, კი იგი ხშირად
უპირატესობას დაბალძირიან ფეხსაცმელს ანიჭებს,

imageიქნება ეს სანდალი „გლადიატორები“ თუ უძირო
ჩექმები ან ბათინკები, რომელთაც გვინეთი კარგად უთავსებს სხვადასხვა სტილის შარვლებს,
ბრიჯებს ან ჯინსებს. მსახიობს განსაკუთრებულად უყვარს თრენჩები, ამიტომ ხშირად შეხვედბით
მას სხვადასხვა ფერის თრენჩით. რომელთაც გვინეთი შარფებთან ერთად ატარებს. მსახიობი ოსტატურად ირჩევს და უხამებს ასევე, განსხვავებულ
ფაქტურებს და კოლორიტს.


image

ამას გარდა გვინეთ პელტროუს დიდი სისუსტეა სათვალეები, რომელთაც მსახიობი დიდი გემოვნებით
არჩევს.




1
730
1-ს მოსწონს
ავტორი:lady.ge
lady.ge
730
  
0 1 1