მადრიდის “რეალის” ხელმძღვანელობას ლონდონის “ტოტენჰემიდან” ნახევარმცველ გარეტ ბეილის შეძენა აღარ აინტერესებს.
კლუბებს შორის უელსელი ფეხბურთელის შესაძლო ტრანსფერთან დაკავშირებით მოლაპარაკება აგერ უკვე რამდენიმე თვეა გრძელდება, მაგრამ კლუბებმა სატრანსფერო თანხასთან დაკავშირებით შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.
The Telegraph-ის ცნობით, “სამეფო კლუბის” მხრიდან მრავალჯერადი მცდელობის შემდეგ, მათ მოულოდნელად 24 წლის ფეხბურთელის მიმართ დაინტერესებაზე უარი განაცხადეს.
გავრცელებული ინფორმაციით, მადრიდელთა მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ, კლუბის პრესიდენტ ფლორენტინიო პერესს პირისპირ შეხვედრისას უთხრა, რომ ბეილის დახმარება აღარ ჭირდება.
ამის ფონზე “მანჩესტერ იუნაიტედს”, რომელმაც გარეტის შეძენის სურვილი ცოტა ხნის წინ გამოთქვა, მიზნის მისაღწევად მეტი შანსი გაუჩნდა. შესაძლოა, მანჩესტერელებს ბეილი 100 მილიონ გირვანქა სტერლინგზე ბევრად უფრო იაფი დაუჯდეთ, რადგან კონკურენტი აღარ ყავთ და გარიგებაში ხავიერ ერნანდესის ჩართვასაც გეგმავენ.
ზურა ქსოვრელი
www.worldsport.ge