x
image
worldsport.ge
ბეილის “მისტიკური” ტრავმა

imageჩამოვა თუ არა “უელსელი გენიოსი” თბილისში? ეს ამბავი ძალიან მალე გაირკვევა და დიდი ალბათობით, პასუხი უარყოფითი იქნება, რადგან ჩვენი ბრიტანელი კოლეგების ვარაუდით, ბეილისთვის ახლა ყველა გზა ესპანეთისკენ მიდის.
წუხელ, “ესპანიოლთან” ამხანაგური მატჩის შემდეგ (1:1) “ტოტენჰემის” დამრიგებელმა ანდრე ვილაშ-ბოაშმა თქვა: ბეილს მცირე ტრავმა აწუხებს და პრემიერლიგის პირველ ტურში “კრისტალ პალასთან, ” ალბათ ვერ ითამაშებსო. თუმცა, ვარაუდობენ, რომ ეს ტრავმა უფრო “მისტიკურია”, ვიდრე “რეალური.” ბეილს ამ დღეებში უელსის ნაკრებშიც უწევს ირლანდიელთა წინააღმდეგ ამხანაგურ მატჩში თამაში. მას უელსელი ექიმებიც გამოიკვლევენ და თუ დადასტურდა, რომ ის ჯანმრთელია, “ტოტენჰემის” ხელმძღვანელობა უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდება. თუმცა ბეილსაც შეიძლება გაუგონ, ახლა მისთვის მცირე ტრავმაც კი კატასტროფის ტოლფასი იქნება.
ამასობაში, “ესპანიოლთან” წუხანდელი მატჩისას, “დეზების” ქომაგებს არც მისი სახელი უყვირიათ და არც ბანერები გამოუფინავთ. ეტყობა ნაწყენები არიან რომ მიდის.


სოლომონ გულისაშვილი

www.worldsport.ge

0
73
2-ს მოსწონს
ავტორი:worldsport.ge
worldsport.ge
73
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0