იტალიის ნაკრების თავდამსხმელი ჯამპაოლო პაცინი და მისი მეუღლე, მოდელი სილვია სლიტი, მძარცველების მსხვერპლნი აღმოჩდნენ. როგორც ქალბატონი სილვია ირწმუნება, მათ სახლში ღამით ქურდები შეიპარნენ და რამდენიმე ძვირფასი ნივთი გააყოლეს ხელს.
დაკარგულ ნივთებს შორისაა ბრილიანტის საყურეები, რომელიც ჯამპაოლომ სილვიას სიყვარულის ნიშნად აჩუქა. ამ საყურეების ღირებულება 14 ათასი ევროა, თუმცა როგორც პაცინის ცოლი ამბობს, მისთვის სამკაულის ღირებულებაზე მეტად ის იყო ფასეული, რომ ეს ნივთი ქმარმა სიყვარულის ნიშნად აჩუქა.
ბოლო პერიოდში იტალიაში ქურდობისა და ყაჩაღობის ფაქტები განსაკუთრებით მომრავლდა. ”ბოროტი ხმები” ამბობენ, ამ ყველაფერში ქართველების ხელიც ურევიაო... თქვენ გჯერათ ამის?
www.worldsport.ge