შოუბიზნესი ქეთა თოფურია ქართველ ჟურნალისტებს მიმართავს. 2013, 7 აგვისტო, 8:46
ამასთან დაკავშირებით ინტერნეტში გავრცელდა ქეთა თოფურიას ვიდეო მიმართვა. იგი მიმართავს ქართველ ჟურნალისტებს: "ყველა ქართველ ჟურნალისტს მინდა მივმართო თხოვნით, რომ პირველ რიგში იყავით პროფესიონალები და გააკეთეთ ინტერვიუ თუ რაც არი ოფიციალურად, ანუ დაურეკეთ ჩვენს წარმომადგენლებს და მოელაპარაკეთ, ეს არ არის პრობლემა და ნუ გახდებით, გთხოვთ, მსხვერპლნი ვიღაც თაღლითების, რომლებიც ჩემს მაგივრად ფეისბუქზე აკეთებენ რაღაც გვერდებს. მე პირადად საერთოდ არ გამაჩნია გვერდი ფეისბუქზე. გესაუბრებიან და მერე რაღაც უსიამოვნო ფაქტები ხდება, რომელიც მაგალითად ეხლა მოხდა ნინი ბადურაშვილთან დაკავშირებით. ჩაგვაგდეთ საოცარ არასასიამოვნო მდგომარეობაში, იმიტომ რომ მე ცხოვრებაში არ გავაკეთებდი ასეთ კომენტარს და კიდევ ერთხელ თუ მოხდება ასეთი ფაქტი, აუცილებლად უკვე მივმართავთ სხვა ძალებს და დაისჯებით კანონით." 401 3-ს მოსწონს 1-ს არა
|