საზოგადოება ცოლმა აივნიდან გადამხტარი ქმარი სიკვდილისგან იხსნა 2013, 5 აგვისტო, 8:43 ჩინელმა ქალბატონმა გასაოცარი მოხერხებულობა და ძალა გამოიჩინა, მან მოასწრო და აივნიდან გადამხტარ თვითმკვლელ ქმარს საცვალზე წაავლო ხელი და იქამდე ეჭირა, სანამ მაშველები არ მოვიდნენ. 45 წლის ვან ლი, უმუშევარი დარჩა და ამასთანავე ახალ სამუშაოს ვეღარ შოულობდა, რის გამოც ძლიერ ნერვიულობდა და დეპრესიაში ჩავარდა.მეუღლე დიდი ხნის განმავლობაში ყურადღებით ადევენებდა თვალს ქმრის სულიერ ტანჯვას, სწორედ მისმა სიფხიზლემ და მოხერხებულობამ გადაარჩინა სიკვდილს მამაკაცი.ერთხელაც ვან ლი მიუახლოვდა აივანს, გადააბიჯა და გადახტომა დააპირა, მეუღლემ ლინგ სუმ, მოასწრო და ხელი ჩასჭიდა იმ ერთადერთ სამოსს, რომელიც მამაკაცს ზედ ეცვა, თან ყვირილით შველას ითხოვდა. "ჩვენ გავიგეთ ყვირილის ხმა, ავიხედეთ ზემოთ და დავინახეთ მეექვსე სართულზე დაკიდებული იყო მამაკაცი, ქალს კი მისი ფეხი ეჭირა, ავცვივდით ზემოთ, მაგრამ კარი ჩაკეტილი დაგვხვდა, შემდეგ გამოვიძახეთ მაშველები"-ჰყვება ერთ-ერთი თვითმხილველი.მაშველები და პოლიცია 20 წუთში მოვიდნენ, მანამდე კი ქალი გმირულად იყო ჩაბღაუჭებული ქმარზე. 352 4-ს მოსწონს
|