ეკა კახიანი უკვე ორგზის ბებიაა. როგორც იცით ცოტა ხნის წინ, მის პირველ ქალიშვილს, ნინი ბადურაშვილს გოგონა-ელენიკო შეეძინა, ახლა კი რამოდენიმე დღის წინ ეკას მეორე ქალიშვილს, ანასტასია თოფურიძეს ბიჭი ეყოლა, რომელსაც ლადო დაარქვეს. ეს სახელი ეკა კახიანის გარდაცვლილი ძმის საპატივსაცემოდ დაარქვეს. ამ დიდ ბედნიერებას ეკას მისი მეგობრები ულოცავენ სოციალური ქსელის, "ფეისბუქის" საშუალებით.
ჩვენც შევუერთდეთ მილოცვას და ჯანმრთელობა, ბედნიერება და ყოველივე სიკეთე ვუსურვოთ ეკა კახიანის პატარა შვილიშვილებს!