x
image
თამარი555
ადამიანების იდუმალი გაუჩინარება


image


მთელ მსოფლიოში, ყოველწლიურად იკარგებიან ადამიანები. რამოდენიმე შემთხვევის ოფიციალური გამოძიება არანაირ შედეგს არ იძლევა. შეიძლება ითქვას, რომ ეს ადამიანები თითქოს ჰაერში აორთქლდნენ. ვერ პოულობენ ვერანაირ გონივრულ ახსნას ან მყარ მტკიცებულებას მათი დაკარგვის შესახებ.


ამ ისტორიებში მოყვანილია ფაქტები, რომელთა იდუმალი გაქრობის გარშემო კვლავ მიმდინარებს გამოძიება პროფესიონალებისა და ენთუზიასტების მიერ.


1. ბრენდონ სვენსონი.



2008 წლის 14 მაისს ბრენდონ სვენსონი საკუთარი ავტომობილით მიდიოდა მშობლიურ ქალაქ მარშალში(მინესოტის შტატი). მოხდა ისე რომ მისი მანქანა სოფლის გზიდან გადავიდა და აღმოჩნდა გრუნტის გზაზე. მან მშობლებს დაურეკა და სთხოვა წაეყვანათ იგი ავარიის ადგილიდან. მაგრამ ადგილზე მისულმა ნათესავებმა იგი ვერსად მიაგნეს. როდესაც მამამ დაურეკა ტელეფონზე ბრენდონმა უპასუხა რომ იგი ქალაქ ლინდასკენ მიემართება. შემდეგ კი შეიგინა და კავშირი გაწყდა.

რამოდენიმე მცდელობამ მასთან დარეკვით შედეგი არ გამოიღო.

ამის შემდეგ პოლიციამ ნახა სვენსონის დამტვრეული ავტომობილი. მაგრამ ვერც თვითონ და ვერც მისი მობილური ვერსად ვერ იპოვეს. ერთი ვერსიით ის შეიძლება იქვე ახლოს მდებარე მდინარეში დამხრჩვალიყო, მაგრამ არხის დიდი ყურადღებით და დაწვრილებით დათვალიერებამ შედეგი კვლავ ვერ გამოიღო–ახალგაზრდა უკვალოდ გაქრა...


2. მაიკლ ნეგრეტე.


1999 წელს 10 დეკემბერს, დილის ოთხ საათზე, 18 წლის ლოს-ანჟელოსის უნივერსიტეტის პირველკურსელმა, მაიკ ნეგრეტემ გამორთო თავისი კომპიუტერი, რომელზეც მთელი საღამო თამაშობდა თავის მეგობრებთან ერთად ვიდეო თამაშებს. დილის ცხრა საათზე მისმა მეზობელმა ოთახში შეამჩნია რომ მაიკლი წავიდა და საფულე და გასაღები დატოვა. მას შემდეგ კი ის აღარავის უნახავს.

ყველაზე საინტერესო კი ის არის რომ იგი ფეხსაცმლის გარეშე წავიდა. მისი ფეხსაცმელები თავის ადგილას იდო. პოლიციელებმა მთელი ის შემოგარენი გადაჩხრიკეს, მაგრამ ფეხშიშველი სტუდენტის კვალს ვერსად მიაგნეს.

ადგილობრივი მცხოვრებლების დაკითხვამ აჩვენა რომ დილის 4:35 საათზე დაინახეს უცნობი გამვლელი, მაგრამ იყო თუ არა ის მაიკლი ან დაკავშირებული ვინმე მის უცნაურ გაუჩინარებასთან, დღემდე უცნობია..


3. მაიკლ ხირონი


2008 წლის 23 აგვისტოს მაიკლ ხირონი თავის ფერმაში წავიდა, რომელიც ტენესის შტატში მდებარეობდა. რომ იქ გაზონები შეეჭრა. ნაცნობებმა შეამჩნიეს რომ მაიკლმა იმ დილით თავისი კვადროციკლით როგორ დატოვა თავისი ფერმა. ზუსტად იმის შემდეგ 51 წლის პენსიონერი მას შემდეგ აღარ უნახავთ.

მეორე დღეს მეზობლებმა მის ეზოში სატვირთო მანქანა იპოვეს თავისი მისაბმელით, რომელზედაც გაზონის შესაკრეჭი მოწყობილობა იდო. მაგრამ ბალახი ხელუხლებელი დახვდათ. მეორე დღეს მანქანა მთელი მოწყობილობით ისევ იმ ადგილას იყო მიტოვებული. სატვირთოს სალონში აღმოჩნდა საფულე, მობილური და გასაღები, მაგრამ თვითონ მაიკლი უკვალოდ იყო გამქრალი.

სამი დღის შემდეგ პოლიციამ მისი კვადროციკლი კილომეტრნახევარში აღმოაჩინა, მაგრამ ნანახმა ვერ მოფინა ნათელი მის ასე უჩვეულო დაკარგვას. ამ ადამიანს არავინ ჰყავდა არაკეთილმოსურნე, ვინც შესაძლოა მონაწილე ყოფილიყო მის გაუჩინარებაში. არც გაქცევის საჭიროება არ არსებობდა მის ცხოვრებაში. ამიტომ დღემდე ფერმერის გაუჩინარება დიდ გამოცანად რჩება...

image




0
290
5-ს მოსწონს
ავტორი:თამარი555
თამარი555
290
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0