საქართველო როგორ აფასებენ საზოგადოების სხვადასხვა ფენის წარმომადგენლები ახალაიასა და კალანდაძის გათავისუფლების ფაქტს 2013, 1 აგვისტო, 18:00 დღეს საქართველოში განვითარებულმა მოვლენებმა, რომელიც ბაჩო ახალაიასა და გიგი კალანდაძის საქმეს ეხება, საზოგადოებაში გაკვირვება და აღშფოთება გამოიწვია.ირაკლი კაკაბაძე საპრეზიდენტო კანდიდატს გიორგი მარგველაშვილს სოციალურ გვერდზე მიმართვას უტოვებს, სადაც ნათქვამია: - " გიორგი, სირცხვილია თქვენი მთავრობის მთლიანად, რაც დღეს მოხდა! ახალაიას გამოშვებას ხალხი არ გაპატიებთ! თქვი რამე! გაემიჯნე ამ ბარბაროსობას!". ხოლო ფეისბუქის საკუთარ გვერდზე კი ასეთი შინაარსის წერილს აქვეყნებს:- " ბაჩო ახალაიას გამოშვება არის ცოცხალი მაგალითი იმისა, რომ ქვეყანაში არაფერი შეცვლილა - ადამიანების წამების, გაუპატიურების, მიხრჩობის რეჟიმი კვლავ ადგილზეა... ლაშა ნაცვლიშვილის ნაღვაწი - ესეთი სასამართლო ვის რად უნდა?... ფეისბუკის გვერდზე არა ერთი განცხადება გამოქვეყნდა.ამჟამად გიორგი კორკოტაშვილის წერილს გთავაზობთ უცვლელად, რომელიც აღაშფოთა სასამართლოს დღევანდელმა გადაწყვეტილებამ: - " ეეეეეეეეე ოცნება.თქვენ ხომ არ გძმარავთ, მართლა ამოვიდა ყელში თქვენი ...უცოდინარობა. არც სხვას რომ არ უშვებთ, უბედურება მაგაშია. ხალხო, გამოფხიზლდით, ხო დარჩა ჩემ ქალაქში ცოტა მაინც ღირსეული. როდემდე უნდა უშვათ ორთქლი სუფრებზე. დარწმუნდით თუ არა ჩვენ გარეშე არაფერი არ მოხდება. გაინძერი ეეეეერრრრროოოოოოოო!!!!!!!!!! ამგვარი შინაარსის განცხადებები მრავლად არის სოციალურ ქსელებში, სადაც ქართული საზოგადოების სხვადასხვა ფენის წარმომადგენლები მთავარი პროკურორისგან პასუხს ელოდებიან. 143 13-ს მოსწონს 1-ს არა
|