სხვა წარმოგიდგენიათ მსახიობი ტოტი? 2013, 1 აგვისტო, 14:31
არის აზრი, რომ საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ, ტოტი, შესაძლებელია, არც მეტი, არც ნაკლები, კინემატოგრაფიაში გადაბარგდეს. იტალიელმა ახალგაზრდა რეჟისორმა ანდრეა ფლიკონემ, “რომას” ცოცხალ ლეგენდას რამდენჯერმე უკვე შესთავაზა მის ფილმებში მონაწილეობა. თუმცა, მოუცლელობის გამო, ტოტიმ ამ შემოთვაზებაზე უარი თქვა. სამაგიეროდ, საკმაოდ კარგად ითამაშა რამდენიმე სარეკლამო კლიპში და ამ სფეროში გამოჩენილი ნიჭით, თურმე ბევრი ადამიანი გააოცა. ისე, კარგი სანახავი კი იქნება მსახიობი ტოტი. განსაკუთრებით იუმორისტული შინაარსის ფილმებში. 39 შეფასება არ არის
|