საქართველო ბაჩო ახალაიას გამამართლებელი განაჩენი გამოუტანეს 2013, 1 აგვისტო, 11:38 მოსამართლე გიორგი დარახველიძის გადაწყვეტილებით დღეს ბაჩო ახალაია უდანაშაულოდ იქნა ცნობილი სამხედრო მოსამსახურეების სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის, თავისუფლების აღკვეთისა და ზვიად აბესაძესთან დაკავშირებულ ეპიზოდებში. მიუხედავად ამისა, ახალაია ჯერ კიდევ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში რჩება, ვინაიდან იგი ბრალდებულია კიდევ ორ დანაშაულში, რომელიც შვიდი სპეცრაზმელის წამებასა და ციხის ბუნტს ეხება. ახალაიასთან ერთად, პატიმრობაში რჩება ასევე გაგა მკურნალიძეც, ხოლო რაც შეეხებათ დანარჩენ ბრალდებულებს – გიორგი კალანდაძეს, მერაბ კიკაბიძეს, მანუჩარ დარსალიას, ზურაბ შამათავასა და ალექსანდრე გორგაძეს – ისინი სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო და პატიმრობიდან გაათავისუფლა. 382 3-ს მოსწონს
|