სიახლეები ჩინეთში ბიჭუნა-თევზი ცხოვრობს 2013, 1 აგვისტო, 9:18 ჩინეთში ცხოვრობს "ბიჭი-თევზი", იგი იშვიათი გენეტიკური დაავადებით დაიბადა, მისი სხეული დაფარულია ქერცლით, ბავშვს სურს, რომ იცხოვროს ისე, როგორც სხვა დანარჩენი თანატოლები, მას ქავილი მთელი ღამე არ აძინებს და აქვს ტკივილები.პან ხიანხანგი დაიბადა იშვიათი გენეტიკური დაავადებით, რომელსაც იხტიოზი ჰქვია, თავის 8 წლიანი ცხოვრების მანძილზე მას ბევრი ტკივილები გადაუტანია, ხოლო ქავილი აუტანელი და შემაწუხებელია მისთვის.მძიმე კანის დაავადება საწუხაროდ დღეს-დღეობით განუკურნავია, ერთადერთი, რამაც შეიძლება შეუმსუბუქოს ავადმყოფს სიმპტომები, ეს არის ცივი წყლის აბაზანები და სპეციალური მალამოები, როგორც იხტიოზით დაავადებულთა დახმარების ფონდი იუწყება, ყოველწლიურად ამ დაავადების 16 000 ახალი შემთხვევა ფიქსირდება სხვადასხვა ფორმით.პანი ერთადერთი ბავშვი არაა, რომელმაც პრესის ყურადღება მიიქცია, 2012 წელს გადაღებული იქნა დოკუმენტური ფილმი "ბიჭი, რომელსაც თევზს ეძახიან", მისი მთავარი გმირია 18 წლის ვიეტნამელი მინ-ანე. 816 7-ს მოსწონს 1-ს არა
|