x
image
თამარი555
ჩვენი პლანეტის აუხსნელი საიდუმლოებები



image


1. ჩინეთის მოზაიკური ნიმუში.


ეს უცნაური ხაზები ნაპოვნია ჩინეთის პროვინცია განსუ შენში. პრაქტიკულად, ამ მოვლენის შესახებ არაფერია ცნობილი. არაოფიციალურ ჩანაწერებში იგი გამოჩნდა 2004 წელს. აღსანიშნავია რომ იგი ნაპოვნია გამოქვაბულ მოგაოსთან, რომელიც მთელი მსოფლიოს დაკვირვების ობიექტს წარმოადგენს. ეს ხაზები ინარჩუნებენ თავის პროპორციებს, მიუხედავად მისი დიდი ზომისა.



image



2. გამოუცნობი ქვის თოჯინა.


1889 წელს, ქალაქ ნამპაში აიდაჰოს შტატში, ბურღვის დროს აღმოჩენილი იქნა 320 ფუნტის სიღრმეზე ადამიანის პატარა ფიგურა, რამაც აღაფრთოვანა გასული საუკუნის მსოფლიო საზოგადოება. ეს ადამიანის ხელით იყო შექმნილი. მთელი გამოცანა იმაში მდგომარეობს, რომ ეს ფიგურა თუ ვიმსჯელებთ მისი ამ სიღრმეზე მდებარეობის მიხედვით, იმყოფებოდა აქ დიდი ხნით ადრე, ვიდრე

ადამიანი გამოჩნდებოდა პირველად მსოფლიოს ამ ნაწილში.

უნდა ითქვას, რომ მეცნიერებში ამ აღმოჩენას კამათი არ მოჰყოლია, რადგან ყველას ერთი აზრი გააჩნდა: “ასეთი რამ წარმოუდგენელია."


image


3. რკინის ბოლტი, რომელიც 300 მილიონი წლისაა.


1998 წელს, რუსი მკვლევარები იკვლევდნენ 300 კილომეტრიან მოედანს, მოსკოვის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, მეტეორის ნაწილების აღმოჩენის მიზნით და წაააწყდნენ ქვას, რომლის შუაგულშიც ჩადებული რკინის ბოლტი ნახეს. გეოლოგების შეფასებით, ქვის ასაკი–300–320 მილიონი წლისაა.

ამ დროისათვის ამ ადგილას დინოზავრებიც არ იყვნენ ჯერ, არა თუ ცივილიზებული მსოფლიო. ბოლტის სიგრძეა ერთი სანტიმეტრი, ხოლო სიგანე სამი მილიმეტრი.


image


4. ძველი კოსმოსური ხომალდი.


კლდეზე შესრულებული ნახატი, იაპონიის ერთ-ერთი გამოქვაბულიდან თარიღდება 5000 წლით. ჩვ. წ. მდე.



image


5. ძაღლების აუხსნელი თვითმკვლელობა.


ხიდი, რომელიც აშენებულია 1859 წელს ოვერტაუნში ( შოტლანდია), ცნობილი გახდა ძაღლების გამოუცნობი თვითმკვლელობების მთელი სერიის შემდეგ. პირველად ასეთი ინციდენტები დაფიქსირებული იქნა დაახლოებით 1950-60 წლებში, როდესაც შემჩნეული იქნა რომ ძაღლები მოულოდნელად ხტებოდნენ თხუთმეტმეტრიანი ხიდიდან სიკვდილთან შესახვედრად.



image


6. გიგანტი.


1895 წელს ინგლისის ქალაქ ანტრიში, მთაზე მუშაობის დროს აღმოჩენილი იქნა გაქვავებული გიგანტი, რომლის სიგრძე იყო დაახლოებით სამი მეტრი და სამოცდაათი სანტიმეტრი. მკერდის გარშემოწერილობა ორი მეტრი, ხოლო ხელების სიგრძე ერთი და ორმოცი სანტიმეტრი. მარჯვენა ფეხზე კი ექვსი თითი აღმოაჩნდა.



image


7. ალუმინის სოლი.


1974 წელს ტრანსილვანიაში, აღმოჩენილი იქნა ალუმინის სოლი, დაფარული ოქსიდის სქელი ფენით. იგი იპოვეს მასტოდონტის ნეშთის ნაწილებს შორის (დინოზავრის ერთ-ერთი სახეობა). რომლის ასაკი გახლდათ ოციათასი წელი. ჩვენ ვიცით რომ ალუმინის წარმოება ქარხნულად 1808 წელს დაიწყო. ეს აღმოჩენა დღემდე შესწავლის საგანია და ინახება საიდუმლო ადგილას.



image


8. ლოლადოფის თეფში.


ნეპალში ნაპოვნი იქნა ქვის დაფა, რომლის ასაკიც 12000 წელია. როგორც ჩანს არა მარტო ეგვიპტეს სტუმრობდნენ უცხოპლანეტელები ძველ დროში. თეფშის ფორმის დაფაზე მკვეთრად არის გამოსახული მფრინავი ობიექტი და ადამიანთა ფიგურები.



9
958
12-ს მოსწონს
ავტორი:თამარი555
თამარი555
958
  
2013, 5 აგვისტო, 13:31
გმადლობთ. კიდევ არის ასეთივე სათაურით მეორე სტატიაც ჩემთან
2013, 5 აგვისტო, 13:30
ნამდვილად კარგი სტატია!
2013, 1 აგვისტო, 13:31
აუცილებლად..
2013, 1 აგვისტო, 13:28
მართლაც უამრავი საიდუმლოება იმალება დედამიწაზე... კიდევ დადევით მსგავსი სტატია :)
2013, 1 აგვისტო, 11:31
დიდი მადლობა..
2013, 1 აგვისტო, 11:15
როგორც ყოველთვვის –– კარგი სტატიაა!! :))))
2013, 31 ივლისი, 11:37
გმადლობ
2013, 31 ივლისი, 11:30
კარგი და ინფორმატიული სტატიაა მცირეოდენ შეცდომებს თუ არ ჩავთვლით. აქედან აუხსნელი ამინცდამაინც არაფერია. თითქმის ყველაზე არსებობს მეცნიერთა გარკვეული წრეების დასკვნები და კვლევები
2013, 31 ივლისი, 11:26
მომეწონა კარგი სტატიაა
0 1 9